გაყიდვების სპეციალისტი

ზუგდიდი სრული განაკვეთი Kärcher
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი)
“კერხერ-საქართველო”  წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, Alfred Karcher SE & Co.KG-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომლის შოურუმებიც მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში. იგი ასევე ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს და საცალო მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

"კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე 

სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (10:00-19:00);
სამუშაო დღეების რაოდენობა: 5;
ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
საშვებულებო დღეების რაოდენობა: 30 დღე.
ხელფასი: საწყის ეტაპზე 1000+ (თვიური ბონუსები და წლიური ბონუსი)

მოლარე-კონსულტანტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები :
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია და პროდუქციის მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება;
  • პოტენციური მომხმარებლის მოძიება და დაინტერესება;
  • გაყიდული ნივთის გატარება და შემოწმება ;
  • ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა;
  • მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა;
  • შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა მანქანებიდან და დასაწყობება;
  • ტვირთის საწყობიდან გამოტანა და მაღაზიაში სტადარტების შესაბამისად განლაგება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია 1C პროგრამის ცოდნა
  • სასურველია MS Office პროგრამების ცოდნა.
  • სასურველია მოლარე-კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 
 
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV მისამართზე: Karcher.Vacancies@gmail.com და გთხოვთ "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
შპს "კერხერი"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "კერხერი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "კერხერი"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!