ჰორეკა მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ფროსტ სოლუშენ
მივლინება: არა
ენები: რუსული, ინგლისური მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი)
კომპანია „ფროსტ სოლუშენი“  არის სწრაფად მზარდი საკვები პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც თბილისისა და რეგიონების მასშტაბით ამარაგებს ქსელურ/საბითუმო და ჰორეკა სექტორის ობიექტებს 
კომპანია აცხადებს ვაკანსიას  ჰორეკა მენეჯერის (HoReCa) პოზიციაზე 

პასუხისმგებლობები:  
  • არსებულ ჰორეკა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა/პორტფელის განვითარება 
  • ახალი პარტნიორების მოძიება/თანამშრომლობის განვითარება 
  • გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება/მათი აღმოფხვრა კომპანიის მენეჯმენტთან კონსულტაციით 
  • კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია სამუშაო პროცესის სრულყოფის მიზნით (ფინანსები/ლოგისტიკა/სასაწყობე მეურნეობა) 
  • კომპანიის დებიტორული დავალიანების კონტროლი 
  • კომპანიის არსებული პორტფელის ბაზარზე დამკვიდრებაზე აქტიური მუშაობა და პოტენციური პორტფელის/პროდუქტების იდენტიფიცირება სამომავლო თანამშრომლობის მიზნით 
  • ბაზარზე არსებული კონკურენტების მუდმივი მონიტორინგი 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: 
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (მინიმუმ 1 წელი) 
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა 
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია)/საკუთარი ავტომობილი 
  • ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (ინგლისური, რუსული) 
  • კარგი კომუნიკაციის უნარი 
  • პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა, ორგანიზებულობა 
  • დროის მართვის კარგი უნარი 

ანაზღაურება/სამუშაო გრაფიკი 
  • ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი (ინდივიდუალური შეთანხმებით - გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით) 
  • ავტომობილის ამორტიზაციის ანაზღაურება 
  • საწვავი/სატელეფონო კომუნიკაცია 
  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა 
  • გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (08:00 – 17:00)  
 
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nsalukvadze@frostsln.ge 
გთხოვთ ვაკანსიის დასახელება აუცილებლად მიუთითოთ მეილის Subject ველში .