გრაფიკული დიზაინერი

თბილისი სრული განაკვეთი კლინიკა კანი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ხელოვნება/მედია: გრაფიკული დიზაინი
მულტიპროფილური კლინიკა “კანი" აცხადებს ვაკანსიას  გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
გრაფიკი:  სრული  
ადგილმდებარეობა:  თბილისი, სააკაძის დაღმართი N11

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მიღებული ბრიფის/დავალების შესაბამისად ვიზუალური მასალის შექმნა ციფრული საკომუნიკაციო არხებისთვის, კონტენტ კალენდრის დაგეგმვაში ჩართულობა;
  • პოლიგრაფიული მასალების: კატალოგების, ბროშურების, გარე რეკლამების,  მანიშნებლების და სხვა სარეკლამო მასალისთვის დიზაინის შექმნა;
  • საიტისა და აპლიკაციის დიზაინზე მუშაობა;
  •  მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების მომზადებაში მონაწილეობა და ვიზუალური კონცეფციის შემუშავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება გრაფიკული დიზაინის ან აუდიო-ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2  წლიანი გამოცდილება;
  • გრაფიკული პროგრამების ცოდნა: Adobe Photoshop; Adobe Illustrator; Midjourney და სხვა Ai ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება. 

უნარები და პიროვნული თვისებები 
  • დაგეგმვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

გახდი კლინიკა კანის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო  ელექტრონულ მისამართზე:  hr@kani.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გრაფიკული დიზაინერი“. 

შპს კანში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს კანის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. 

გისურვებთ წარმატებას!