მოლარე / ოქროს შემფასებელი

თბილისი სრული განაკვეთი ლიდერ კრედიტი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
საბანკო: მოლარე (საბანკო), ექსპერტ-შემფასებელი (ძვირფასი ლითონები)

შპს მისო "ლიდერ კრედიტი"  თბილისის ფილიალებისთვის აცხადებს ვაკანსიას მოლარე, ოქროს შემფასებლის პოზიციაზე.


სამუშაო გრაფიკი:

  • მოლარე, ოქროს შემფასებელი - დღის ცვლა : 9:30-18:30 ან 10:00 - 19:00 (კვირაში 2 დღე დასვენება),
  • მოლარე, ოქროს შემფასებელი - ღამის ცვლა: 18:30- 9:30 (ყოველი მესამე ღამე)


მდებარეობა:

  • თბილისი, გლდანი;
  • თბილისი, ცაბაძის ქ. (სადგურის მოედნის მიმდებარედ)
  • თბილისი, საბურთალო,
  • თბილისი, მეტრო სამგორის მიმდებარედ.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ნაღდ ფულთან დაკავშირებული სალარო ოპერაციების წარმოება ;
  • ძვირფასი ლითონების (ოქროს) მიღება, შეფასება;
  • სალომბარდე სესხის გაცემა.


ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრებს:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • დამარწმუნებელი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარით;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარით;
  • დეტალებისადმი ყურადღებიანს;
  • გუნდურს;
  •  ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილებით;
  • ძვირფასი ლითონების შეფასების სპეციფიკის ცოდნა (შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა) ჩაითვლება უპირატესად;


განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:  2024 წლის 25 სექტემბერი .

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე:  http://www.leadercredit.ge 


მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.


თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით ან/და ტელეფონის ნომერზე: +995 322 730073 (*010).



გისურვებთ წარმატებას!

გაგზავნე CV