მარკეტინგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი GOLD WAY GROUP
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია “GOLD WAY GROUP” აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის  პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული,10:00სთ-დან 18:00სთ-მდე
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის #12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:
  • ბრენდის ცნობადობის ზრდაზე ზრუნვა;
  • არსებული ვებგვერდებისა და სოციალური არხების მართვა/განვითარება;
  • სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა (საკომუნიკაციო გეგმის გაწერა დროში და ბიუჯეტში);
  • სარეკლამო ვიდეო რგოლების დამზადებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
  • გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელება;
  • პრეზენტაციების, ბეჭდური საკომუნიკაციო მასალების მომზადება;
  • სარეკლამო სააგენტოებთან და სტამბებთან ურთიერთობა;

სავალდებულო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
  • ინგლისური ენის ცოდნა.
  • MS Office საოფისე  პროგრამების ცოდნა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა; 
  • Fitpass; 
  • კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით; 
  • ტაქსის მომსახურება კომპანიის მიზნებისთვის; 
  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება; 
  • თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: hello@goldway.com.ge  სათაურის ველში, მიუთითეთ პოზიციის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.