გაყიდვების აღმასრულებელი

ბათუმი სრული განაკვეთი Coredeal Hospitality
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი)
სასტუმროების მართვისა და სტუმართმასპინძლობის საკონსულტაციო კომპანია “Coredeal Hospitality” აცხადებს გაყიდვების აღმასრულებელის პოზიციას, რომელიც პორტფოლიოში არსებული სასტუმროების კლიენტების მოზიდვასა და გაყიდვების ზრდაზე იქნება პასუხისგებელი; 

სამუშაო განაკვეთი: 10:00 – 19:00
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა
პოზიციის მდებარეობა: ბათუმი

ძირითადი პასუხისმგებლობები
  • არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთან სატელეფონო ზარებისა და ვიზიტების განხორციელება, კომპანიებისა და პარტნიორების მოზიდვა, სპეციალური შეთავაზების მომზადება;
  • საპრომოციო/საპრეზენტაციო მასალის შექმნასა და მომზადებაში ჩართულობა; 
  • დეპარტამენტის ხელმძღვანელის დახმარება გაყიდვების გეგმის შემუშავება/აღსრულებაში;
  • კლიენტთა მონაცემთა ბაზების განვითარება და განახლება, sales call-ების წარმოება; 
  • სხვადასხვა განყოფილების ინფორმირება სტუმართა ჯგუფების, შეხვედრების და სასტუმროში დაგეგმილი ღონისძიებების საჭიროებებისა და მოთხოვნების შესახებ;
  • ტურისტულ სააგენტოებთან და პარტნიორებთან წარმატებული კომუნიკაციისა და ურთიერთობის დამყარება/შენარჩუნება; 
  • ტურისტული სააგენტოებისა და კორპორატიული კლიენტებისათვის site tour-ების ორგანიზება, სიახლეების გაცნობა; 
  • კონკურენტების, საბაზრო ფასებისა და  ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი;
  • ონლაინ სადაჯავშნო სისტემების მართვა, ფასების ცვლილება, ფასდაკლებების ჩაშვება, შედეგების ანალიზი; 
  • გაყიდვების გუნდთან ერთად თანამშრომლობა, ახალი იდეების გენერირება და განხორციელება;
  • სოციალურ მედიაში გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერთან წინასწარ შეთანხმებული კონტენტის განთავსება და შეტყობინებებისთვის პასუხის გაცემა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამცოდილება; 
  • სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება 
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერითი ისე ვერბალური;
  • სტრესული სიტუაციების მართვისა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ: 
  • სტაბილურ და დინამიურ სამუშაო გარემოს
  • სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც მიმართულია თანამშრომლის განვითარებაზე

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hotels@coredeal.ge; სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.