კორპორატიული კლიენტების მომსახურების ოპერატორი
თარიღები: 03 სექ - 02 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
დაზღვევა:  კორპორაციული გაყიდვები (დაზღვევა)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: jobs@gpih.ge
სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი აცხადებს დროებით ვაკანსიას კორპორატიული კლიენტების მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:
  • დაზღვეული იურიდიული პირების მომსახურება;
  • კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება;
  • კლიენტის მიერ დაყენებულ მოთხოვნებზე დროული რეაგირება;
  • იურიდიული პირების კონტრაქტების დებიტორული კონტროლი;
  • კლიენტებისთვის გადახდებისა და ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • MS Excel ცოდნა;
  • სასურველია, კლიენტების მომსახურების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება (კლიენტებთან აქტიური შეხება და მათი მომსახურება);
  • სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და რუსულ ენებში;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (Windows, MS Office, Internet and E-mail);
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@gpih.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (კორპორატიული კლიენტების მომსახურების ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 3 ოქტომბერი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/