ვადაგადაცილებული აქტივების ვიზიტორი

თბილისი სრული განაკვეთი მოგო
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: პრობლემური სესხების ოფიცერი

კომპანია „მოგო“, აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული აქტივების ვიზიტორის  პოზიციაზე თბილისში.


„მოგო“ არის საერთაშორისო ჯგუფში „Eleving“ შემავალი კომპანია, რომელიც საქართველოში ოპერირებს 10 წელია. Eleving ჯგუფი აერთიანებს  საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 3 კონტინენტზე   სატრანსპორტო საშუალებებისა და სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. კომპანია Mogo დაარსდა 2012 წელს ლატვიაში, სწრაფად გადაიქცა მრავალ ბრენდულ ჯგუფად და, 2020 წლიდან, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში  Financial Times-ის  1000 ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიათა სიაშია. ამჟამად Eleving ჯგუფში დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/


ძირითადი მოვალეობები:

  • ვადაგადაცილებული პორტფელის მართვა; 
  • პორტფელის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • ყოველთვიური სამოქმედო გეგმის შესრულება;
  • დაფარვების მონიტორინგი;
  • პრობლემურ კლიენტებთან, მათ თავდებებსა და დაკავშრებულ პირებთან კომუნიკაცია, დავალიანების აღმოფხვრის მიზნით;
  • კლიენტებთან დაკავშირება ტელეფონის საშუალებით; 
  • პრობლემურ კლიენტებთან, მათ თავდებებსა და დაკავშირებულ პირებთან ვიზიტი;
  • კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • მოგოს საკუთრებაში არსებული ავტოსატრანპორტო საშუალების მიყვანა (მიყვანის ორგანიზება) მოგოს ავტოსადგომზე;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება 
  • უმაღლესი განათლება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა MS Office;


დამატებითი მოთხოვნები:

  • პროაქტიულობა, ლიდერული თვისებები
  • დაკვირვებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ;
  • დროის სწორად და ეფექტურად განაწილების უნარი;
  • პრობლემის გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის ძალიან კარგი უნარები;
  • ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.


ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ტრენინგებს;
  • ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს.


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ  შემდეგი ლინკის საშუალებით  -    https://talent.sage.hr/jobs/f8dbab52-9cfb-4a72-8332-8cb240ab4927 ა.წ. 30 სექტემბრამდე 

გისურვებთ წარმატებას! 


„მოგოსათვის“ ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება „მოგოს“ მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მოგოს“ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის“ შესაბამისად. 

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ „მოგოში“ ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. 

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს  2 წლის ვადით. 

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა „მოგოს“ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს „მოგოს“ ნომერზე: 0322244600

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე