ექთანი რეანიმაციის განყოფილებაში

თბილისი სრული განაკვეთი თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: მედდა
"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას რეანიმაციის განყოფილებაში ექთნის პოზიციაზე. 
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება. 
მისამართი: დიღომი, კ. ჩაჩავას ქუჩა #1; 
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს ან დღის 8 საათიანი; 
განყოფილება: რეანიმაცია; 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება; 
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.) 
  • მედიკამენტების აღწერა; 
  • ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • მინიმუმ 2(ორი) წლიანი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე; 
  • პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან; 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე vacancy@vivomedical.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ექთანი-რეანიმაცია“ ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 568703603 
 
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! 
 
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. 
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.