"ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შიდა კურიერის პოზიციაზე. ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბადიას ქ. 33 გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე; ანაზღაურება: 800 ლარი; ძირითადი ფუნქციები: - სამედიცინო დანიშნულების საგნების, ქირურგიული ინსტუმენტების და იარაღების გადაადგილება კლინიკის შიდა სივრცეში;
- მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების გადაადგილება სააფთიქო საწყობიდან განყოფილებებში;
- პაციენტების უსაფრთხო ტრანსპორტირება კლინიკის შიდა სივრცეში;
- გადაადგილებების უზრუნვეყოფა წინასწარ განსაზღვრული მარშუტის და გრაფიკის მიხედვით და ასევე განყოფილებების საჭიროებებიდან გამომდინარე;
- უსაფრთხო გადაადგილების წესების წედმიწევნით ფლობა და შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ცოდნა და უნარები: - შრომისმოყვარეობა;
- პასუხისმგებლობა;
- ოპერატიულობა;
- გუნდურობა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე vacancy@zhordaniaclinic.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება à „შიდა კურიერი“ გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.