შიდა კურიერი

თბილისი სრული განაკვეთი ჟორდანიას კლინიკა
მივლინება: არა ხელფასი: 800
ადმინისტრაცია: კურიერი
"ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შიდა კურიერის პოზიციაზე. 
ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. 
ადგილმდებარეობა:  თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბადიას ქ. 33 
გრაფიკი: ორშაბათიდან  პარასკევის ჩათვლით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე; 
ანაზღაურება: 800 ლარი; 
 
ძირითადი ფუნქციები: 
  • სამედიცინო დანიშნულების საგნების, ქირურგიული ინსტუმენტების და იარაღების გადაადგილება კლინიკის შიდა სივრცეში; 
  • მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების გადაადგილება სააფთიქო საწყობიდან განყოფილებებში; 
  • პაციენტების უსაფრთხო ტრანსპორტირება კლინიკის შიდა სივრცეში; 
  • გადაადგილებების უზრუნვეყოფა წინასწარ განსაზღვრული მარშუტის და გრაფიკის მიხედვით და ასევე განყოფილებების საჭიროებებიდან გამომდინარე; 
  • უსაფრთხო გადაადგილების წესების წედმიწევნით ფლობა და შესრულება; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 

ცოდნა და უნარები: 
  • შრომისმოყვარეობა; 
  • პასუხისმგებლობა; 
  • ოპერატიულობა; 
  • გუნდურობა; 
 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე vacancy@zhordaniaclinic.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება à „შიდა კურიერი“  
გისურვებთ წარმატებას! 

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.