JSC CAUCASIAN PET COMPANY აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე მეურნეობის მუშის პოზიციაზე
თანამდებობრივი მოვალეობები:
- საწარმოს, საწყობის და სხვა ტერიტორიაზე ნებისმიერი დამხმარე სამუშაოს შესრულება.
- დასუფთავებითი სამუშაოების შესრულება მინდობილ ტერიტორიებზე, საამქროში და ა.შ.
- საწარმოს სხვადასხვა უბნებზე, ბილიკებზე და ტვირთის შესანახ ადგილებში სისუფთავის უზრუნველყოფა.
- შენობის და დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის და მათი მდგომარეობის კონტროლი.
- გარკვეული სახის პროდუქციის დახარისხება, აწონვა, და დასაწყობება;
- საწყობში ისეთი დამხმარე სამუშაოების შესრულება, რომელიც მოითხოვს ფიზიკურ ძალას.
მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- ქართული და რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა.
- მართვის მოწმობის ქონა.
- პასუხისმგებლიანი.
- კარგი ათვისების უნარი.
- ყურადღებიანი.
- შრომისმოყვარე.
სამუშაო განრიგი: 5 დღე კვირაში 08:00-დან 17:00-მდე + დამატებითი სამუშაო ანაზღაურებადი, საჭიროებიდან გამომდინარე.
ანაზღაურება 1000 ლარი ხელზე (900 ლარი გამოსაცდელი პერიოდის 1 თვის განმავლობაში).
სამუშაო პირობები ყველა ვაკანსიისთვის:
პრემირება - წლის მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე
ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს: სამედიცინო დაზღვევა; ტრანსპორტირება სამსახურში (რუსთავი); კორპორატიული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს.