წარმოების ტექნოლოგი

თბილისი სრული განაკვეთი ნიკორა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
წარმოება/ოპერაციები: ტექნოლოგი
კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით “ნიკორა ჯგუფი“ წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა ჯგუფი“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. 
"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge   
 
სს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია შპს ნიკორა აცხადებს ვაკანსია სალათებსა და მზა კერძებს წარმოების მიმართულებით წარმოების ტექნოლოგის პოზიციაზე: 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • წარმოების პროცესში ყოველდღიური ტექნოლოგიური ოპერაციების კონტროლი და მართვა; 
  • გაწერილი ტექნოლოგიური პროცესების  საწარმოს თანამშრომელთა მიერ დაცვის კონტროლში მონაწილების მიღება; 
  • სახეობების შესაბამისად რეცეპტურების შემუშავება, გაწერა და პერიოდული განახლება; 
  • კერძების რეცეპტურებისა და კალკულაციების შემუშავება/განახლება; 
  • ახალი პროდუქციის განვითარებზე ზრუნვა: ახალი რეცეპტურების შემუშავება და ტექნოლოგიური პროცესის გაწერა;  
  • წარმოებაში მიღებული ნედლეულის ხარისხის კონტროლი,  ხარისხის სამსახურთან ერთად, ხარჯვისა და გამოსავლიანობის კონტროლი;  
  • მიღებული ნედლეულის შენახვის/დასაწყობების მონიტორინგი, ყველა აუცილებელი პირობის დაცვით; 
  • პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიური ციკლის მონიტორინგი, რეცეპტურის მკაცრად დაცვა და მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი;  
  • წარმოების,  როგორც ცენტრალურ, ასევე საწარმოო უბნების მიხედვით საწყობებში რეგულარულ აღწერებში ჩართულობა, ცდომილების შემთხვევაში მიზეზების იდენტიფიცირება და რეაგირება; 
  • წარმოების პროცესში ტექნოლოგიური დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში მიზეზების დადგენა, მათი აღმოფხვრის გზების მოძებნა  და შესაბამისი ზომების მიღება; 
  • საწარმოს  ექსპერიმენტალურ (ახალ ან არსებულ პროდუქტებზე ცდების ჩატარება) სამუშაოებში ჩართულობა; 
  • დეგუსტაციისათვის პროდუქციის მომზადება, ახლად შემუშავებული რეცეპტურების განხილვაში მონაწილეობა და შესაბამისი პროცესების წარმოება ხელმძღვანელთან შეთანხმებით; 
  • ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში საერთო თათბირზე დასწრება, ტექნოლოგიური პრობლემების არსებობის შემთხვევაში  ინფორმაციის მიღება და მოგვარების გზების ძიება უშუალო ხელმძღვანელთან ერთად; 
  • შესაბამისი სამუშაო რეპორტების წარმოება ხელმძღვანელ პირებთან. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება (სასურველია, კვების ან/და სურსათის წარმოების ტექნოლოგიის მიმართულებით); 
  • მსგავსი ტიპის წარმოებაში, მზა კერძების კულინარიის მიმართულებით, მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად; 
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე; 
  • MS Office (Ms Word & Ms Ecxel - საშუალო დონე); 
  • ერთ-ერთი ევროპული ენა (რუსული ან/და ინგლისური - A2 დონე). 
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • ორგანიზებულობა; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ანალიტიკური უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • განვითარებასა და შედეგებზე ორიენტირებულობა. 
 
 
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge   სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი. 
 
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს ნიკორა ს/კ 400132183 და უფლებამოსილი პირის - სს “ნიკორას” ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს   1 (ერთი)   წლის ვადით.  
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება,  ასევე მონაცემთა გადატანა,  დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება,  თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი,  წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე contact@nikora.ge  შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს ნიკორა ს/კ 400132183 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.   
შპს ნიკორა ს/კ 400132183 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.