პროექტების დირექტორი

თბილისი სრული განაკვეთი IK Consulting
მივლინება: არა ხელფასი: 3500
მარკეტინგი, რეკლამა, PR: პროექტის მენეჯერი
საკონსულტაციო კომპანია „IK კონსალტინგი“, პარტნიორი კომპანიისთვის, აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - პროექტების დირექტორი.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სფერო: ფარმაცევტული სასაწყობო საქმიანობა
ხელფასი: ხელზე ასაღები 3500 ლარი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 სექტემბერი, 2024

მედიკამენტების საწყობის კომპანიის პროექტების დირექტორი ზედამხედველობს კომპლექსურ პროექტებს, რომლებიც დაკავშირებულია საწყობთან, ინვენტარის მენეჯმენტთან, ლოჯისტიკასთან და დისტრიბუციასთან. ეს როლი გადამწყვეტია ფარმაცევტული პროდუქტების ეფექტური შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უზრუნველსაყოფად ინდუსტრიის რეგულაციებისა და კომპანიის სტანდარტების დაცვით.

პოზიციის ძირითადი სამუშაო ფუნქციები:
  • პერსონალის საქმიანობის მონიტორინგი (დადგენილი ვალდებულებების ხარიხიანად და დროულად შესრულების კუთხით);
  • კომპანიის ხარისხის მართვის სისტემების მუდმივი მონიტორინგი/კონტროლი GDP-ს გაიდლაინებთან შესაბამისობაში დადგენილი შიდა სტანდარტების მიხედვით;
  • საწყობის მეურნეობის ორგანიზება და მისი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების მიღებასთან, შენახვასა და გაშვებასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელების კონტროლი;
  • პროექტის განხორციელების ფარგლებში, დაწყებისა და დასრულების ეტაპებზე, საწყობში ჩასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მართვის კონტროლი;
  • პროექტისათვის საჭირო გარე ლოგისტიკური ქსელის კავშირების დამყარების კონტროლი. პროქტისათვის სპეციფიური „დეპო მანულის“ შედგენაში მონაწილეობა;
  • აუცილებელი (არაგეგმიური, კლიენტის მოთხოვნის და პროექტისათვის სპეციფიური) სწავლების ჩატარების უზრუნველყოფა. საწყობის მეურნეობის ორგანიზება და მისი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების მიღებასთან, შენახვასა და გაშვებასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელების კონტროლი;
  • კლიენტთან ურთიერთობა;
  • პროექტისათვის საჭირო გარე ლოგისტიკური ქსელის კავშირების დამყარების კონტროლი. პროქტისათვის სპეციფიური „დეპო მანულის“ შედგენაში მონაწილეობა;
  • აუცილებელი (არაგეგმიური, კლიენტის მოთხოვნის და პროექტისათვის სპეციფიური) სწავლების ჩატარების უზრუნველყოფა;
  • თანამრომლების საქმიანობის მეთვალყურეობა, კონტროლი და დროული თანადგომა, საჭიროების შემთხვევაში.

პოზიციისთვის სავალდებულო ძირითადი კომპეტენციები და უნარები:
  • პროექტის მართვის უნარი
  • საწყობის ოპერირების უნარი
  • მარეგულირებელთან შესაბამისობა
  • ლიდერობა და გუნდის მართვის უნარი
  • კომუნიკაციის უნარი
  • პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი 
  • სტრატეგიული ხედვა
  • მოქნილობა და ადაპტაცია 
  • ინოვაცია
  • ყურადღება დეტალებზე 
  • მომხმარებელზე ფოკუსირება 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • სხარტი აზროვნება

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ფარმაცევტულ კომპანიებში პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის არა ნაკლებ 2 წლიანი გამოცდილება. 
  • განათლება - სამედიცინო, სასურველია, ფარმაცევტული მიმართულებით. 
  • გამოცდილება საწყობის მენეჯმენტში, ლოჯისტიკაში ან პროექტების მენეჯმენტში ფარმაცევტულ ან მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიაში. აუცილებელია პროექტების და წამყვანი გუნდების მართვაში დადასტურებული გამოცდილება.
  • კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) ცოდნა. 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა C1 დონეზე.
  • Microsoft Office (Excel, Word, PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მონაცემები შეესაბამება მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე:ikconsultinggeo@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ IK კონსალტინგისთვის თქვენს მიერ გადაცემული რეზიუმე გამოყენება მხოლოდ რეკრუტინგული პროცესებისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე.
წარმატებას გისურვებთ!