საწყობის პროექტების და შესყიდვების კოორდინატორი

თბილისი სრული განაკვეთი IK Consulting
მივლინება: არა ხელფასი: 2000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
შესყიდვები: შესყიდვები(ზოგადი)
საკონსულტაციო კომპანია „IK კონსალტინგი“, პარტნიორი კომპანიისთვის, აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საწყობის პროექტების და შესყიდვების კოორდინატორი.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სფერო: ფარმაცევტული სასაწყობო საქმიანობა
ხელფასი: ხელზე ასაღები 2000 ლარი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 სექტემბერი, 2024

პოზიციის ძირითადი სამუშაო ფუნქციები:
  • ხარისხის მართვის სისტემის დოკუმენტებით (პროცედურებით) დადგენილი ვალდებულებების შესრულება ხარისხიანად და დროულად.
  • ინსტრუქციების ზედმიწევნით ცოდნა და შესრულება.
  • საქონლის, მასალების, აღჭურვილობის მომხმარებლებისთვის მიწოდების დროულობის კონტროლი მიღებული განაცხადების შესაბამისად. 
  • ორგანიზაციის საწყობში მასალების და პროდუქციის მიღების, შენახვის და გაშვების სამუშაოების განხორციელების ხელმძღვანელობა და კონტროლი, საწყობის სივრცის ყველაზე რაციონალური გამოყენების გათვალისწინებით.
  • საჭირო მარაგების, აღჭურვილობის ძებნის ხელშეწყობა და დაჩქარება.
  • დავალებების საწყობის სტრუქტურების მიხედვით ჩამოყალიბება.
  • ადგილობრივი შესყიდვების კოორდინირება და შესყიდვების სრული ციკლის მართვა.
  • შესყიდული პროდუქციის დოკუმენტაციის კონტროლი ფინანსურ განყოფილებასთან კოორდინირებული მუშაობით (ინვოისი, მიღება-ჩაბარება, ზედნადები, ფაქტურა).
  • პირველადი დოკუმენტაციის შეგროვებისა და ფინანსური განყოფილებისთვის წარდგენა.
  • ფასთა მოკვლევა-შედარება.
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება.
  • საჭიროების შემთხვევაში, არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა, პოტენციური მომწოდებლების მოძიება, მათთან მოლაპარაკების წარმოება.
  • დეპარტამენტის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად აქტივობების შემუშავება.
  • დეპარტამენტის თანამშრომლების ზედამხედველობა.
  • ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, თანამშრომლებს შორის პასუხისმგებლობების განაწილება.
  • იმპორტირებული პროდუქციის ასორტიმენტის და მახასიათებლების, მასალების შესანახი და შენახვის წესების, ორგანიზაციის ხელმძღვანელობის შიდა ბრძანებების, ინსტრუქციების და სსპ-ების, შრომის უსაფრთხოებისა დაცვის, და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების და შრომის შინაგანაწესის დაცვა.
  • მიცემული დავალებების დროულად და ზედმიწევნით შესრულება. თანამრომლების დროული თანადგომა საჭიროების შემთხვევაში.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
  • ფარმაცევტულ კომპანიებში საწყობის და შესყიდვების მიმართულებით მუშაობის არა ნაკლებ 2 წლიანი გამოცდილება. 
  • განათლება - სამედიცინო მიმართულებით. 
  • სერთიფიკატი - შესყიდვებში და/ან საწყობის და/ან ლოჯისტიკის მიმართულებით.
  • კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) ცოდნა. 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა C1 დონეზე.
  • Microsoft Office-ის (Excel, Word, PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა.

პოზიციისთვის სავალდებულო ძირითადი კომპეტენციები და უნარები:
  • ფარმაცევტული ინდუსტრიის ცოდნა;
  • მარეგულირებელ რეგულაციებთან შესაბამისობა;
  • სასაწყობე პროცესის მართვის ცოდნა; 
  • ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების და საუკეთესო პრაქტიკის ცოდნა; 
  • ინვენტარის მართვის ცოდნა; 
  • ადგილობრივი შესყიდვების კოორდინირება და შესყიდვების სრული ციკლის მართვის ცოდნა და უნარები;
  • შესყიდული პროდუქციის დოკუმენტაციის კონტროლის მართვის უნარები ფინანსურ განყოფილებასთან კოორდინირებული მუშაობით (ინვოისი, მიღება-ჩაბარება, ზედნადები, ფაქტურა);
  • პირველადი დოკუმენტაციის შეგროვებისა და ფინანსური განყოფილებისთვის წარდგენის ცოდნა;
  • ადგილობრივი შესყიდვების მონიტორინგი და წარმართვის უნარი;
  • ფასთა მოკვლევა-შედარების ცოდნა და უნარები;
  • შესყიდული პროდუქციის დოკუმენტაციის მონიტორინგის, რეპორტინგის ცოდნა/უნარები;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირების უნარები;
  • არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობის, პოტენციური მომწოდებლების მოძიების, მათთან მოლაპარაკების წარმოების უნარები.
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • სხარტი აზროვნება
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მონაცემები შეესაბამება მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: ikconsultinggeo@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ IK კონსალტინგისთვის თქვენს მიერ გადაცემული რეზიუმე გამოყენება მხოლოდ რეკრუტინგული პროცესებისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე.

წარმატებას გისურვებთ!