მეორადი ავტომობილების გაყიდვების ოფიცერი

თბილისი სრული განაკვეთი Swiss Capital
საბანკო: საბანკო გაყიდვების წარმომადგენელი, ლიზინგი

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას მეორადი ავტომობილების გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მეორადი ავტომობილის დიაგნოსტიკის ორგანიზება  და კონტროლი. მისი სარეალიზაციოდ მომზადება;
  • მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება და მეორადი ავტომობილების რეალიზაციის უზრუნველყოფა; 
  • ავტომობილის შესახებ მონაცემების გამოთხოვა კომპანიის  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან, მათი სორტირება და პროგრამაში ატვირთვა;
  • ავტომობილების განთავსება სარეალიზაციოდ საქართველოში მოქმედ პორტალებზე myauto.ge და სხვ. უკვე განთავსებული განაცხადების ვადების კონტროლი და დროული განახლება;
  • ავტოსადგომიდან ავტომობილის გაყვანის უზრუნველყოფა, როგორც მატერიალურად ასევე პროგრამულად;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო პროფესიული/უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად; 
  • ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპლექტაციის ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.


სხვა მოთხოვნები:

  • ეფექტური გაყიდვების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • ორგანიზებულობა;


სამუშაო პირობები:

სრული განაკვეთი; 

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი ჯანმრთელობის დაზღვევა და საბონუსე სისტემა (ჯამში ხელზე ასაღები 1200ლ-დან).


დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV)) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge 

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “Auto Sales Officer - ".