ტრანსპორტის დისპეტჩერი

თბილისი სრული განაკვეთი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
მივლინება: არა ხელფასი: 2000
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: დისტანციური მართვის ოპერატორი (დისპეჩერი)
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ტრანსპორტის დისპეტჩერის პოზიციაზე.  
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ფეიქრების ქუჩა
ანაზღაურება: 2000 ლარი NET
გრაფიკი სრული: ორშაბათი - პარასკევი / 09:00 – 18:00

ძირითადი მოვალეობები
  • კომპანიის კუთვნილი მანქანა-მექანიზმების ეფექტური კოორდინირება;
  • შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის დადგენილი წესით მიღება/გადაბარება;
  • სატრანსპორტო საშულებების დაზიანების შემთხვევაში მისი მიღება  და დელეგირება;
  • სატრანსპორტო საშულებებისა და ტექნიკის ეფექტური და ოპერატიული გადანაწილება;
  • სამსახურში არსებული მარშრუტების დაგეგმვა და კონტროლი;
  • სატრანსპორტო საშულებებს შორის მოცდენის შემთხვევაში შემთხვევების შესწავლა და მონიტორინგი;
  • ტრანსპორტის ადგილმდებარეობის  GPS სისტემით კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 
  • უმაღლესი განათლება, სასურველია სატრანსპორტო მიმართულებით;
  • სატრანსპორტო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • მანქანა–მექანიზმების ექსპლუატაციის წესების საფუძვლიანი ცოდნა;
  • ტექნიკის ექსპლოატაციისა და შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2024 წლის 3 ოქტომბრისა. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება. 

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.