პრომოუტერი

თბილისი სრული განაკვეთი ლიდერფუდი
მივლინება: არა ხელფასი: 850 +ბონუსი
მარკეტინგი, რეკლამა, PR: სარეკლამო აგენტი
კომპანია „ლიდერფუდი“ 2009 წლიდან ოპერირებს და ხორცპრუდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. საწარმოს მისი მასშტაბებიდან და წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. "ლიდერფუდი" მრავალწლიანი ისტორიით, მაღალი ხარისხითა და წარმოების ევროპული სტანდარტების დაცვით წარმოადგენს სწრაფად მზარდ და განვითარებად კომპანიას საქართველოში.

შპს „ლიდერი-ფუდი“ სამუშაოდ იწვევს ენერგიულ და მიზანდასახულ კანდიდატებს პრომოუტერის პოზიციაზე:  
დასაქმების ადგილი: ქ. თბილისი; 
სამუშაო გრაფიკი: 6 საათი 
ანაზღაურება: 850 ლარი +ბონუსი

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები მოიცავს პრომოუტერის საქმიანობას: 
  • პროდუქციის ასორტიმენტის სეგმენტირება;
  • მომხმარებლის მოზიდვა და გაყიდვების ამაღლება;
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და გადაწყვეტილების მიღებაში დახმარება;
  • მომხმარებლისთვის პროდუქციასთან დაკავშირებული სიახლეებისა და მიმდინარე აქციბის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, 2024 წლის 3 ოქტომბრამდე, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@liderfood.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 585 889339 ან +995 511 404130
შპს “ლიდერი-ფუდი“ გისურვებთ წარმატებებს!
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშვებულ და შენახულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.