სარეკლამო ხელოსანი

თბილისი სრული განაკვეთი სარეკლამო კომპანია FLEXMEDIA
მივლინება: არა ხელფასი: 1400 - 2000
მარკეტინგი, რეკლამა, PR: გარე რეკლამა
სარეკლამო  კომპანია „FLEXMEDIA“ 2012  წლიდან ოპერირებს ქართულ სარეკლამო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სარეკლამო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა:  სტუდიური დეკორაციები; ფართოფორმატიანი ბეჭდვა; გარე რეკლამა; ლაზერით გრავირება; სტიკერი;

სარეკლამო კომპანია  “FLEXMEDIA’’  აცხადებს ვაკანსიას  სარეკლამო ხელოსნის    პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას 1/43 (დელისის მეტროსთან)

ძირითადი მოვალეობები:
  • დაჭრილი  მასალიდან    საბოლოო პროდუქციის დამზადება;
  • საწარმოში მიმდინარე პროექტების აწყობა;
  • მოცულობითი ასოების დამზადება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დამატებითი პროფესიული დავალებების შესრულება;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია  მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება (უმჯობესია სარეკლამო მიმართულება);
  • საშუალო განათლება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
  • პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

პირობები:
კომპანია უზრუნველყობს თანამშრომელთა კვებას;
ანაზღაურება  -  1400-2000 
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 
კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@flexmedia.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება -  სარეკლამო ხელოსანი. 

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. 
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის ! 
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.