ფინანსური ანალიზისა და ბიუჯეტირების ქვეგანყოფილების უფროსი ანალიტიკოსო
თარიღები: 02 სექ - 01 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
საბანკო:  ანალიტიკოსი (საბანკო)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: geo.hr.department@procredit-group.com
"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიზისა და ბიუჯეტირების ქვეგანყოფილების უფროსი ანალიტიკოსოს პოზიციაზე.

"პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო "პროკრედიტ ჯგუფის" წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში. "პროკრედიტ ჯგუფს" სათავეში უდგას "პროკრედიტ ჰოლდინგი" (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადეკვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.
"პროკრედიტ ბანკ საქართველოს", საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან “Fitch Ratings” მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში მოქმედ ბანკებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.

სამუშაოს აღწერა: 
  • მიიღოს მონაწილეობა ქვემოთ მოცემული ერთეულებისთვის შესაბამისი ბიუჯეტის დაგეგმვასა და შედგენაში:
  • ბანკის კონსოლიდირებული ბიუჯეტი
  • განყოფილებების ბიუჯეტი
  • განახორციელოს სამეთვალყურეო საბჭოს თუ დირექტორთა საბჭოს მოთხოვნის შესაბამისად პრეზენტაციების მომზადება; 
  • განახორციელოს ბანკის ინვესტორებთან წარსადგენი პრეზენტაციების მომზადება; 
  • განახორციელოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ანალიზის მომზადება, ქვეგანყოფილების ფუნქციების შესაბამისად;
  • მიიღოს მონაწილეობა / განახორციელოს:
  • ბაზრის და საბანკო სექტორის ანალიზი
  • ფინანსური / ოპერაციული შედეგების მოსალოდნელი განვითარების სცენარების შემუშავება და ანალიზი
  • ფინანსური თუ ოპერაციული შედეგების ანალიზი
  • საპროცენტო განაკვეთისა / ტარიფების ცვლილების შემთხვევაში მოსალოდნელი ფინანსური ეფექტის ანალიზი (მოთხოვნის შემხვევაში); 
  • საბანკო პროდუქტებისა და ტრანზაქციების მომგებიანობის ანალიზი (მოთხოვნის შემხვევაში);
  • ხარჯების ანალიზი;
  • გააკონტროლოს ქვეგანყოფილების საჭიროებიდან გამომდინარე უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი / სტაჟიორისთვის გადაცემული დავალებები.
  • წარმართოს და უხელმძღვანელოს ბანკის წლიური და კვარტალური აუდიტირების პროცესს;
  • წარმართოს და უხელმძღვანელოს ბანკის წლიური სარეიტინგო შემოწმების პროცესს;

მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან სხვა რელევანტური განხით
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
  • კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების დროულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი
  • სამუშაოს დათქმულ დროზე შესრულების უნარი
  • Power BI-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • SQL server ბაზების ადმინისტრირების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობას

პიროვნული თვისებები:
  • მოტივაცია და ენერგიულობა 
  • კრეატიულობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი 
  • კომუნიკაბელურობა 
  • ორგანიზებულობა 
  • სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი 
  • გუნდში მუშაობის უნარი 
  • მოქნილობა და ოპერატიულობა 
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა
  • სწრაფად ათვისების უნარი;

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით "ფინანსური ანალიზისა და ბიუჯეტირების ქვეგანყოფილების უფროსი ანალიტიკოსის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geo.hr.department@procredit-group.com .
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის მიღების საბოლოო ვადაა 15 ოქტომბერი 2024 წელი

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს "პროკრედიტ ჯგუფში" შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com
სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22; geo.info@procredit-group.com