ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი Nugios Systems
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ვებ-პროგრამისტი
საერთაშორისო IT კომპანია Nugios Systems აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის პოზიციაზე. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • პროგრამის ფუნქციონალის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება; 
  • პროგრამის შემოწმებისთვის სცენარების მომზადება, მათი მიხედვით სისტემის შემოწმება; 
  • შეცდომების აღმოჩენა და რეგისტრაცია; 
  • აღმოჩენილი შეცდომების აღწერა და მათი პროგრამისტისთვის ახსნა;  
  • პროგრამისტის მიერ გასწორებული შეცდომების გადამოწმება.  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • ვებ - აპლიკაციების ტესტირების, ან მისი მხარდაჭერის მიმართულებით გამოცდილება 
  • ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში, ან ნებისმიერი ტექნიკური მიმართულებით. 
 
ზოგადი მოთხოვნები 
  • ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა 
  • კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები 
  • შეთანხმებული ვადების მკაცრად დაცვა 
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი მიდგომა 
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი 
  • კომუნიკაბელურობა 
 
პირობები: 
  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე; 
  • ანაზღაურება -  1000-1500 ლარი ხელზე; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა. 
 
 
ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა 2024  წლის 30 სექტემბრის  ჩათვლით, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@nugios.com . ამასთანავე, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.  
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭებათ კანდიდატის სტატუსი. 
ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://nugios.com/ 
გისურვებთ წარმატებას!