აღმასრულებებლი ასისტენტი/ ოპერაციების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სპექტრუმ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ადმინისტრაცია: პირადი ასისტენტი
კომპანია SPECTRUM/სპექტრუმი  წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას. ვაცხადებთ ვაკანსიას აღმასრულებებლი ასისტენტის/ ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ოფისის გამართულად მუშაობის ხელშეწყობა;
  • შეხვედრების და გეგმიური თათბირების ორგანიზება/ვიზიტორების დახვედრა;
  • კომპანიის დოკუმენტაციის წარმოება, დამუშავება, დაარქივება;
  • ადმინისტრაციული დავალებების შესრულება და თანამშრომლების მუშაობის ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;
  • საქმიანი წერილების შედგენა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე;
  • პრეზენტაციების მომზადება;
  • ოფისში სამუშაო პროცესებისთვის აუცილებელი გარემოს შექმნა და კონტროლი;
  • ოფისთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარება;
  • თათბირებზე და შეხვედრებზე დასწრება, ინფორმაციის/დავალებების კონსოლიდირება და შესრულების დედლაინების კონტროლი;
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების, გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

აუცილებელი პიროვნული თვისებები და უნარები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დროის ეფექტური მართვა, ორგანიზების კარგი უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალური, შრომისმოყვარე, ენერგიული;
  • სიახლეების ათვისების უნარი;
  • გუნდური და სოციალურად გახსნილი;

ადგილმდებარეობა: თბილისი, ნინო რამიშვილის 37ა
სამუშაო განრიგი: სრული, 10:00 -19:00 
დასვენება: შაბათი-კვირა
ხელფასი: კვალიფიკაციის შესაბამისად
სხვა ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@spectrum.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება: “აღმასრულებებლი ასისტენტი/ოპერაციების მენეჯერი’’ წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ “კანონის” მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან  სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.  
“სპექტრუმის“ საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.
გისურვებთ წარმატებას! ვებ-გვერდი: www.spectrum.ge