ოფის-მენეჯერი
1xP PRIORITY კანო
თარიღები: 02 სექ - 01 ოქტ
მდებარეობა: რუსთავი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია:  ოფისის მენეჯმენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@kano.ge
ლითონ-კონსტრუქციების, მანქანა-დანადგარების და მექანიზმების მწარმოებელი, ლიდერი კომპანია საქართველოში - შპს ,,კანო’’ აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერის პოზიციაზე:
ქალაქი: რუსთავი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის დოკუმენტების შედგენა-გაფორმება, რეგისტრაცია, შენახვა, შესრულების ვადების დაცვა, კონტროლი და ა.შ. (დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად);
  • კორესპონდენციის მიღების და გაგზავნის ორგანიზება, აუცილებლობის შემთხვევაში საქმიანი მიმოწერის განხორციელება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
  • კომპეტენციის ფარგლებში, მიღებული დავალებების შესაბამისად, მომწოდებლებთან, დამკვეთებთან და სხვა საქმიან ჯგუფებთან ურთიერთობა. საჭიროების შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლობითი ფუნქციის შესრულება;
  • სხვადასხვა სტუმრების მიღების და დახვედრის ორგანიზება;
  • კომპანიაში შემოსული სატელეფონო ზარების კონტროლი;
  • ვაკანსიის განაცხადის მომზადება, გავრცელების უზრუნველყოფა, ინტერვიუს ორგანიზება;
  • კომპანიის სტატისტიკური ინფორმაციის და მონაცემთა ბაზების მართვა;
  • დოკუმენტაციის არქივის წარმოება;
  • კომპანიისთვის აუცილებელი, სხვადასხვა (საოფისე ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები, სხვადასხვა მომსახურება და სხვა) შესყიდვების წარმოების ხელმძღვანელობა და კონტროლი;
  • ოფისის ჰიგიენური საშუალებების შეძენის, მარაგების, დასუფთავების პროცესის მართვა და კონტროლი;
  • შესყიდვებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ორგანიზება და დოკუმენტების შედგენა. 

სავალდებულოა:
  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საქმისწარმოების და დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა, როგორც წერითი, ასევე სასაუბრო;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • მეგობრულ გარემოს;
  • პროფესიულ განვითარებას;
  • კორპორატიულ დაზღვევას;
  • Fitpass-ს

საკონტაქტო ელ. ფოსტა: hr@kano.ge
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, რეზიუმე გადმოგვიგზავნოთ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე. აუცილებელია ელ. ფოსტის საგანში მიუთითოთ ვაკანსიის პოზიციის დასახელება.

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის.
გისურვებთ წარმატებას.