ენერგოაღრიცხვისა და დანაკარგების ანალიზის სამსახურის კომერციული ციკლის მართვის განყოფილების გათიშვების აუდიტის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი თელასი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული
ენერგეტიკა: ენერგეტიკა (ზოგადი)
 სს „თელასი“ აცხადებს  შიდა და გარე  ვაკანსიას ენერგოაღრიცხვისა და დანაკარგების ანალიზის სამსახურის კომერციული ციკლის მართვის განყოფილების გათიშვების აუდიტის სპეციალისტის  თანამდებობაზე

ძირითადი  მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება;
  • საკუთარი სამუშაოს ორგანიზება და დაგეგმვა; კომუნიკაბელურობა;
  • ქართული თავისუფლად; რუსული საშუალოდ.
  • არასტანდარტულ სიტუაციებში მოქმედების უნარი; 
  • ქ. თბილისის უბნებისა და მისამართების ცოდნა;
  • სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა;
  • MS Office (Word, Excel, Powerpoint)
  • MS Outlook
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:
  • სამუშაო სიების მიხედვით  აბონენტების რეგულარული შემოწმება (გათიშვა, ჩართვა, ჩვენებების აღება, არ გათიშვის სტატუსები, კარადების ტექნიკური მდგომარეობა და ა.შ.)
  • შესასრულებელი დავალების მარშრუტის დადგენა და ოპერატიული შესრულება.
  • სამუშაო დავალებიდან გამომდინარე ყველა შესაძლო  დარღვევის აღმოჩენა და შესაბამისი ინფორმაციის დაფიქსირება სამუშაო სიებში შენიშვნის სახით.
  • შესრულებული  სამუშაო დავალების ჩაბარება გათიშვების აუდიტის ტექნიკოსისთვის, პირველადი აუდიტორული შენიშვნებით.
  • პრობლემურ სიტუაციაზე ინფორმაციის ოპერატიული მიწოდება ხელმძღვანელობისათვის.
  • ზემდგომ ხელმძღვანელთა სხვა დავალებების შესრულება კომერციული ციკლის მონიტორინგის ჯგუფის შესახებ დებულების შესაბამისად.

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია 
ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge   2024  წლის 06  ოქტომბრის  ჩათვლით.  
სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.