სლოტ ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ავიატორი
მივლინება: არა
კაზინო/აზარტული თამაშები: სლოტ ოპერატორი
შპს "ავიატორ"-ი ( Aviator slots)  , რომელიც  2009 წლიდან დღემდე პოზიციონირებს სათამაშო ბაზარზე, როგორც უპირობო ლიდერი,  მისი ძირითადი პრიორიტეტია მომხმარებელს მიაწოდოს  მაღალი ხარისხი და მომსახურების ფართო სპექტრი.
აცხადებს ვაკანსიას   სლოტ ოპერატორის  ვაკანსიაზე  

სამუშაო ადგილი: თბილისი, 26 მაისის მოედანი 1, სპორტის  სასახლის ტერიტორია.
განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი:   2/2  ცვლა, დღის ცვლა 09:00-დან  - 21:00-მდე , ღამის ცვლა  21:00-დან – 09:00-მდე. 
 
ძირითადი მოვალეობები:
  • მოთამაშეებს მისცეს ინსტრუქცია თამაშებთან დაკავშირებით და  აპარატით სარგებლობასთან დაკავშირებით; აუხსნას წესები, პრომო აქციისა და ლატარიის პირობები (არსებობის შემთხვევაში);
  • უზრუნველყოს სტუმრის მომსახურება საჭიროებისამებრ სასმლით და საკვებით;
  • დაესწროს სლოტ დარბაზის გახსნისა და დახურვის პროცესს, ინკასაციისა და ფულის დათვლის პროცესს;
  • განახორციელოს არასაბარათე მოხსნები. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საშუალო განათლება; 
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში ;
  • ინგლისური რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე. 

აუცილებელი უნარ–ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • დეტალების მიმართ ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • პუნქტუალურობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • კრიტიკული აზროვნება;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება:  ფიქსირებული 915 ლარი (ხელზე ასაღები),  ბონუსი (ჩაი) ; 
შრომითი ურთიერთობის ფორმა - წერილობითი შრომითი ხელშეკრულება;

გაცნობებთ, რომ შპს "ავიატორი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე  გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:  hr@adjarabetgambling.com  2024 წლის  02 ოქტომბრამდე  . 
გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს. 
გისურვებთ წარმატებას!