მცხობელი/კონდიტერი

ყვარელი სრული განაკვეთი სასტუმრო ყვარელი პალასი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: კონდიტერი, მცხობელი
სასტუმრო „ყვარელი პალასი“ გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენ გუნდს მცხობელი/კონდიტერის   პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა: 
ჩვენ ვეძებთ კვალიფიციურ მცხობელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და წვლილს შეიტანს  გემრიელი ცომეულის შექმნაში. მცხობელი პასუხისმგებელი იქნება პურის, ნამცხვრების, კრუასანების და დენიშების სრულფასოვნად მომზადებაზე, ხარისხზე და ვიზუალზე. 

ძირითადი  მოვალეობები:
  • მენიუს მიხედვით სხვადასხვა პურის  სახეობების, ნამცხვრების და სხვა ცომეულის მომზადება;
  • რეცეპტების და წარმოების განრიგის დაცვა, რათა უზრუნველყოს თანმიმდევრული ხარისხი და დროული წარმოება;
  •  საცხობი აღჭურვილობისა და ხელსაწყოების სისუფთავის მუსმივი კონტროლი;
  • ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
  • კოორდინაციის გაწევა,  რომ ყველა გამომცხვარი პროდუქტი აკმაყოფილებს ხარისხსს;

კვალიფიკაცია და უნარები:
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა  და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

თუ გაქვთ  საცხობისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება და აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კვალიფიკაციას,  გამოაგზავნეთ რეზიუმე საინტერესო შესაძლებლობისთვის, რათა შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და გამოავლინოთ თქვენი ნიჭი გემრიელი ცომეულის შესაქმნელად. 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@kvarelilake.ge  სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ყვარელი პალასმა" მონაცემთა დაცვის სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ყვარელი პალასი გისურვებთ წარმატებას!