ბარმენი

ყვარელი სრული განაკვეთი სასტუმრო ყვარელი პალასი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარმენი
სასტუმრო „ყვარლის ტბა“  გთავაზობთ ს  ბარმენის პოზიციაზე დასაქმებას.

ძირითადი მოვალეობები:
  • ბარის გახსნა და დახურვა, აუცილებელი პროდუქტებით მომარაგება; 
  • სასმელების ინგრედიენტების ცოდნა და მისი მომზადების წესი;
  • შეკვეთის სწრაფად და სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მიწოდება; 
  • ჰიგიენის ნორმების დაცვა;
  • მენიუში არსებული პროდუქტების, სასმელების ჩამონათვალის ზედმიწევნით ცოდნა;
  • ბარმენის სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბარმენის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
  • ინვენტარიზაციის ჩატარების უნარი;
  • სასმელების ასორტიმენტის ცოდნა;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა; 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@kvarelilake.ge  სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ყვარელი პალასმა" მონაცემთა დაცვის სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!