სტიუარდი/ჭურჭლის მრეცხავი

ყვარელი სრული განაკვეთი სასტუმრო ყვარელი პალასი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ჭურჭლის მრეცხავი
სასტუმრო „ყვარლის ტბა“ გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენ გუნდს სტიუარდის (ჭურჭლის მრეცხავი) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ჭურჭლის რეცხვა ჭურჭლის სარეცხი დანადგარების გამოყენებით ან ხელით;
  • სისუფთავის შენარჩუნება სამზარეულოსა და კაფეტერიის ტერიტორიაზე რეგულარულად,  ზედაპირების, იატაკების, კედლების  სუფთა  გარემოს უზრუნველყოფა;
  • ნაგვის გატანა, სამზარეულოს ნარჩენების, გადამუშავებადი და ნაგვის განადგურება კომპანიის პოლიტიკისა და რეგულაციების შესაბამისად;
  • სამზარეულოს აღჭურვილობის, ტექნიკის მოვლა და  სისუფთავე; 
  • ინსტრუქციების დაცვით სარეცხი მანქანის გამოყენება; სარეცხი საშუალებების მარაგის მუდმივი კონტროლი; 
  • სამუშაო ტერიტორიის წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;

კვალიფიკაცია:
  • მსგავს პოზიციაზე გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო;
  • სამზარეულოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების ძირითადი პრაქტიკის ცოდნა.

უნარ - ჩვევები:
  • ორგანიზაციული უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@kvarelilake.ge  სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ყვარელი პალასმა" მონაცემთა დაცვის სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ყვარელი პალასი გისურვებთ წარმატებას.