ქოლ ცენტრის ოპერატორი

ბათუმი სრული განაკვეთი ლაიქ ჰაუსი
მივლინება: არა
გაყიდვები: უძრავი ქონება, გაყიდვების ქოლცენტრი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ლაიქ ჰაუსი“ (https://www.likehouse.ge/), აცხადებს ვაკანსიას ქოლ ცენტრის ოპერატორის   პოზიციაზე, ქ. ბათუმში.   

 

ძირითადი მოვალეობები :

  • კომპანიაში შემოსულ ზარებზე პასუხი, ზოგადი ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართება;
  • მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება,როგორც არსებულ, ასევე დასრულებულ პროექტებზე;
  • შემოსული მოთხოვნის დამუშავება, გამოტოვებული შეტყობინებების მომნიტორინგი და უკუკავშირი;
  • მომხმარებელთა ბაზების რეგულარული დამუშავება;
  • პროცესების CRM სისტემაში ასახვა;
  • სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინირებული თანამშრომლობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებელთა კმაყოფილების დონის ზრდას.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

 

პიროვნული თვისებები

  • გუნდურობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა
  • ენერგიულობა; 
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი; 
  • პროცესებისა და დროის მართვის უნარი
  • პასუხისმგებლიანობა; 

 

 

ჩვენ გთავაზობთ :

  • კონკურენტულ ანაზღაურებას ;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული  განვითარების შესაძლებლობას.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე : Hr@likehouse.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ქოლ ცენტრის ოპერატორი“.

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

 

პირის მიერ რეზიუმეს, .. CV-ის გამოგზავნა, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურსამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.