კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც აერთიანებს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით.
კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
გრაფიკი: კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
თუ გინდა გაიზარდო და მიიღო გამოცდილება დიდი კომპანიის მარკეტინგის გუნდში, მზად ხარ ჩაერთო ყველა აქტივობაში და გაქვს ბევრი ინიციატივა, მაშინ ჩვენ გელოდებით შენ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- რითეილში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- უმაღლესი განათლება, მარკეტინგის მიმართულებით;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის მარკეტინგული/საკომუნიკაციო სტრატეგიის შედგენა და განხორციელება მარკეტინგის გუნდთან ერთად;
- მარკეტინგული ღონისძიებებისა და კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
- ბრენდის სწორი პოზიციონირებისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა;
- მარკეტინგის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
- ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს სისტემური კვლევა/ანალიზი;
- გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული აქტივობების ორგანიზება;
- ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა/შეფასება და რეპორტინგი;
- სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, საკომუნიკაციო არხების შერჩევა;
- ახალი პროექტების ინიციირება, დაგეგმარება და განხორციელება გუნდთან ერთად.
პიროვნული თვისებები:
- დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.