მარკეტინგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ნავნე
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც აერთიანებს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
გრაფიკი: კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

თუ გინდა გაიზარდო და მიიღო გამოცდილება დიდი კომპანიის მარკეტინგის გუნდში, მზად ხარ ჩაერთო ყველა აქტივობაში და გაქვს ბევრი ინიციატივა, მაშინ ჩვენ გელოდებით შენ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • რითეილში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უმაღლესი განათლება, მარკეტინგის მიმართულებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის მარკეტინგული/საკომუნიკაციო სტრატეგიის შედგენა და განხორციელება მარკეტინგის გუნდთან ერთად;
  • მარკეტინგული ღონისძიებებისა და კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
  • ბრენდის სწორი პოზიციონირებისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა;
  • მარკეტინგის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  • ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს სისტემური კვლევა/ანალიზი;
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული აქტივობების ორგანიზება;
  • ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა/შეფასება და რეპორტინგი;
  • სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, საკომუნიკაციო არხების შერჩევა;
  • ახალი პროექტების ინიციირება, დაგეგმარება და განხორციელება გუნდთან ერთად.

პიროვნული თვისებები:
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.