მძღოლ-კურიერი

თბილისი სრული განაკვეთი Scroll
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
ადმინისტრაცია: კურიერი ავტო-მოტო სერვისი: მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
სქროლი არის ქართული სტარტაპი, რომელიც აკავშირებს ერთნაირი  ღირებულებების მქონე ადამიანებს და მიზნად ისახავს ქალაქებში სატრანსპორტო და ეკოლოგიური პრობლემების ინოვაციური მეთოდებით გაუმჯობესებას. ჩვენი უკეთესი მომავლის ხედვა ყოველდღიური პრობლემების შემცირებაშია, შესაბამისად სქროლის მთავარი ამოცანაა, ვიზრუნოთ გარემოზე, გავხადოთ გადაადგილება უფრო სწრაფი, მოსახერხებელი და ვიყოთ სატრანსპორტო ალტერნატივა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა ადამიანისთვის. 2020 წლის აპრილიდან პირველებმა გავაცანით ეკო-მეგობრული ელექტრო სკუტერის გაზიარების სერვისი საქართველოს. 

სქროლის”გუნდი თბილისში  აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-კურიერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები: 
  • პუნქტუალური და პასუხისმგებლიანი
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა
  • ავტომობილის(მექანიკის) მართვის გამოცდილება მინიმუმ 6 თვიანი
  • ქალაქის უბნებისა და ქუჩების ცოდნა 
  • დღისა და ღამის ცვლებში მუშაობის უნარი 
  • ახალი თაობის მობილური აპლიკაციების გამოყენების ცოდნა (google map, apple map)
  • ფურგონიანი ავტომობილის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
  • მექანიკურ ან ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ელ. სკუტერების განთავსება თბილისის ქუჩებში, აპლიკაციაში მითითებულ მისამართებზე;
  • ელ. სკუტერების ფურგონში დატვირთვა/გადმოტვირთვა დადგენილი წესების შესაბამისად; 
  • დამჯდარი ელ. სკუტერების შეკრება და საწყობში დაბრუნება;
  • ელ. სკუტერების აპილკაციის სრულყოფილი ცოდნა
  • ელ. სკუტერების ვიზუალური დათვალიერება ან მობილურ აპლიკაციაში შემოწმება და დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში წინასწარი გაწერილი პროცედურების გატარება;
  • ავტომობილის/ფურგონის გამართულად მართვა, მოვლა და სისუფთავის შენარჩუნება;

ჩვენ გთავაზობთ: 
  • განვითარების შესაძლებლობას
  • პროფესიონალების გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს : 1 ცვლა:  7:00-15:00 სთ  2 ცვლა: 20:00-04:00 სთ 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ მეილზე: vacancy@scroll.eco გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი სადაც გსურთ დასაქმება: „მძღოლ-კურიერი თბილისი“  

კომპანიის შესახებ ინფორმაცია : www.scroll.eco
„სქროლის“ გუნდი გისურვებთ წარმატებას!