ელ-კომერციის გაყიდვების ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ავერსი ფარმა
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული, ქართული
გაყიდვები: გაყიდვების აგენტი
შპს ავერსი–ფარმა აცხადებს ვაკანსიას  ელ-კომერციის გაყიდვების ოპერატორის  პოზიციაზე. 

სამუშაო განრიგი: 18:00 –22:00
სამუშაო დღეები:  კვირაში 5 სამუშაო დღე, დასვენების დღეები -  ურთიერთშეთანხმებით;

ძირითადი მოვალეობები
  • ელექტრონული კომერციის შეკვეთების დამუშავება და მართვა ინსტრუქციის შესაბამისად;
  • ურთიერთობა მომხმარებელთან, ინფორმირებისა და დახმარების მიზნით;
  • მომხმარებლების შეტყობინებებზე (სატელეფონო, სოციალური ქსელით) პასუხის გაცემა და დახმარება;
  • შეკვეთების დროული მიწოდების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
  • ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა საჭირო ფუნქციების შესრულება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
  • გაყიდვების სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული  ენის გამართული ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • კომპიუტერთან და ინტერნეტთან მუშაობის უნარები;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; პრობლემური შემთხვევების მართვის უნარი;
  • პუნქტუალურობა, შედეგზე ორიენტაცია, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00სთ-დან 15.00სთ-მდე
  • ფოტოსურათი 3X4 1ც.; 
  • დიპლომის ასლი; 
  • პირადობის მოწმობის ასლი;  

მისამართზე:
  • მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
  • ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა:  17.09.2024 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.