მოლარე/მზარეული

თბილისი სრული განაკვეთი KFC
მივლინება: არა ხელფასი: 1000
განათლება: საშუალო განათლება
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მოლარე, მზარეული
KFC აცხადებს ვაკანსიას: გუნდის წევრი (მოლარე ან მზარეული) 
 
KFC (Kentucky Fried Chicken) ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც სპეციალიზირებულია ქათმის ხორცის მიმართულებით. პირველი KFC-ის რესტორანი გაიხსნა 1952 წელს ამერიკაში, დღეს კი ის უკვე 120 ქვეყანაზე მეტშია წარმოდგენილი 20 000-მდე რესტორნით. საქართველოში KFC-ის პირველი რესტორანი 72014 წელს გაიხსნა და უკვე გახსნილია 18 ბრწყინვალე რესტორანი როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. 
თუ თქვენ ხართ კომუნიკაბელური, პოზიტიური, პასუხისმგებლიანი, მეგობრული, და ენერგიული- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომპანია KFC-ში! თქვენ აქ გელოდებათ საინტერესო სამუშაო, მრავალფეროვანი გამოცდილება, ბევრი მეგობარი, კარიერული წინსვლა და კომფორტული სამუშაო პირობები! 

სამუშაო პირობები: 
  • ანაზღაურება: 1000 ლარიდან (ხელფასი+ბონუსი) 
  • ბონუსები შესრულებული სამუშაოს შედეგების მიხედვით; 
  • სრული ან ნახევარი განაკვეთი (მცოცავი გრაფიკი თქვენი სურვილისამებრ); 
  • სტუდენტებზე ხელშეწყობა ცხრილში; 
  • განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა მასშტაბურ საერთაშორისო კომპანიაში 
 
ბენეფიტები: 
  • დაზღვევა, 
  • საღამოს ცვლაში კორპორატიული ტაქსით სარგებლობა; 
  • კვებაზე ფასდაკლება; 
  • ფიტპასი (სურვილის შემთხვევაში). 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მინიმუმ საშუალო განათლება; 
  • ქართულად გამართულად და თავისუფლად მეტყველება და წერა. 
 
ფუნქცია/მოვალეობები: 
 
მზარეული: 
  • კერძების მომზადება; 
  • სტანდარტების დაცვა; 
  • სისუფთავის დაცვა რესტორანში. 
 
მოლარე: 
  • სტუმრების მომსახურება; 
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება; 
  • სტანდარტების დაცვა; 
  • სისუფთავის დაცვა რესტორანში 
 
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი СV მეილზე: hrkfc@ifc.ge  სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება 
 
გისურვებთ წარმატებებს!