მოლარე/მზარეული

მცხეთა, ნატახტარი სრული განაკვეთი KFC
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მოლარე, მზარეული
KFC აცხადებს ვაკანსიას: გუნდის წევრი (მოლარე ან მზარეული)-ნატახტარი, ახალი ფილიალი
KFC (Kentucky Fried Chicken) ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც სპეციალიზირებულია ქათმის ხორცის მიმართულებით. პირველი KFC-ის რესტორანი გაიხსნა 1952 წელს ამერიკაში, დღეს კი ის უკვე 120 ქვეყანაზე მეტშია წარმოდგენილი 20 000-მდე რესტორნით. საქართველოში KFC-ის პირველი რესტორანი 72014 წელს გაიხსნა და უკვე გახსნილია 18 ბრწყინვალე რესტორანი როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.
თუ თქვენ ხართ კომუნიკაბელური, პოზიტიური, პასუხისმგებლიანი, მეგობრული, და ენერგიული- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომპანია KFC-ში! თქვენ აქ გელოდებათ საინტერესო სამუშაო, მრავალფეროვანი გამოცდილება, ბევრი მეგობარი, კარიერული წინსვლა და კომფორტული სამუშაო პირობები!

სამუშაო პირობები:
  • ანაზღაურება: 1000 ლარიდან (ხელფასი+ბონუსი)
  • ბონუსები შესრულებული სამუშაოს შედეგების მიხედვით;
  • სრული ან ნახევარი განაკვეთი (მცოცავი გრაფიკი თქვენი სურვილისამებრ);
  • სტუდენტებზე ხელშეწყობა ცხრილში;
  • განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა მასშტაბურ საერთაშორისო კომპანიაში

ბენეფიტები:
  • დაზღვევა,
  • საღამოს ცვლაში კორპორატიული ტაქსით სარგებლობა;
  • კვებაზე ფასდაკლება;
  • ფიტპასი (სურვილის შემთხვევაში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ საშუალო განათლება;
  • ქართულად გამართულად და თავისუფლად მეტყველება და წერა.

ფუნქცია/მოვალეობები:
მზარეული:
  • კერძების მომზადება;
  • სტანდარტების დაცვა;
  • სისუფთავის დაცვა რესტორანში.

მოლარე:
  • სტუმრების მომსახურება;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
  • სტანდარტების დაცვა;
  • სისუფთავის დაცვა რესტორანში

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:kfcnatakhtari@ifc.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება
გისურვებთ წარმატებებს!