ქსელებთან ურთიერთობის მენეჯერი
თარიღები: 14 სექ - 28 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@thc.ge
კვების პროდუქტების იმპორტიორი / სადისტრიბუციო კომპანია ევერესტი 2010  (ბაზარზე 30 წლის მუშაობის გამოცდილებით, ჩამოყალიბებული დისტრიბუციით, ინფრასტრუქტურით, პარტნიორული კავშირებით არსებულ მაღაზიებთან და ქსელებთან) აცხადებს ვაკანსიას   Key Account Manager (ქსელებთან ურთიერთობის მენეჯერი) პოზიციაზე თბილისში. 

ძირითადი მოვალეობები: 
  • მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ მაღაზიებთან და ქსელურ ობიექტებთან;  
  • ქსელებში ასორტიმენტის და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
  • ობიექტებში პროდუქციის შეკვეთების, ნაშთების, პროდუქციის ვადების კონტროლი და ანალიზი; 
  • ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის მაქსიმალურად უზრუნველყოფა და მერჩენდაიზინგის კონტროლი; 
  • ობიექტებში აქციების დაგეგმვა და ეფექტურად ჩატარების უზრუნველყოფა;
  • ობიექტებში მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, შესრულება და კონტროლი; 
  • ობიექტების დავალიანებების კონტროლი და ანალიზი;
  • დაქვემდებარებული გუნდის (პრისეილერი, ექსპედიტორი, მერჩენდაიზერი და სხვა) მართვა, კონტროლი, მათ მოტივაციაზე ზრუნვა. კადრების მოძიებაში ჩართულობა და ტრეინინგი;
  • ხელმძღვანელობის ყველა იმ დავალების შესრულება, რომელიც აუცილებელია საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების გადასაჭრელად.

მოთხოვნები: 
  • სასურველია უმაღლესი განათლება; 
  • აუცილებელი პირობაა ქსელებთან ურთიერთობის და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • მოლაპარაკების წარმოების, ინფორმაციის დამუშავების, გადამოწმების, წერილობით და ზეპირად გამართულად გადაცემის უნარი;
  • კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის უნარი;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების და მოწყობილობების ცოდნა; 
  • მართვის მოწმობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ მეილზე:  info@thc.ge