საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბიზნესის ადმინისტრირების, მონაცემთა ანალიზის (სტატისტიკა) ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);
- 3+ წლიანი გამოცდილება მონაცემთა მეცნიერის, მონაცემთა ინჟინერის ან მსგავს პოზიციაზე.
- Python-ით მუშაობის გამოცდილება. უპირატესობად ჩაითვლება Pandas ბიბლიოთეკის ცოდნა.
- SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.
- სასურველია MongoDB-სთან მუშაობის გამოცდილება.
- ძლიერი სტატისტიკური მოდელირების უნარები, მათ შორის გამოცდილება რეგრესიული ანალიზის, დროის სერიების ანალიზისა და ჰიპოთეზის ტესტირების შესახებ.
- დიდ მონაცემთა ნაკრებებთან და მონაცემთა კომპლექსურ სტრუქტურებთან მუშაობის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე:
HR@orinabiji.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:
13 სექტემბერი, 2024 წელი ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე:
pdp@orinabiji.ge კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.