მონაცემთა მეცნიერი

თბილისი სრული განაკვეთი მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ინფორმაციული ტექნოლოგიები: მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში. 
 
ჩვენს შესახებ: 
  • ჩვენ ვართ საცალო გაყიდვების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წარმატებული კომპანია. 2010 წლიდან მოყოლებული, ქსელი დღითიდღე ფართოვდება და მომხმარებელს მისგან ორ ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 470-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და 4000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.  
  • სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 
  • ადგილმდებარეობა:  ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39/41 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ეფექტური ETL პროცესების შექმნა; 
  • პერიოდულად ბაზისა და ETL პროცესების პერფორმანსის კონტროლი და ოპტიმიზაცია; 
  • მონაცემთა გაანალიზება სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით და ტენდენციების, კანონზომიერებების, ინსაითების გამოკვლევა; 
  • დასკვნებისა და შეხედულებების გაზიარება ბიზნესისთვის სხვადასხვა მონაცემთა ვიზუალიზაციის იარაღებით; 
  • სხვადასხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა,  მონაცემებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებების მისაღებად. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბიზნესის ადმინისტრირების, მონაცემთა ანალიზის (სტატისტიკა) ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით); 
  • 3+ წლიანი გამოცდილება მონაცემთა მეცნიერის, მონაცემთა ინჟინერის ან მსგავს პოზიციაზე. 
  • Python-ით მუშაობის გამოცდილება. უპირატესობად ჩაითვლება Pandas ბიბლიოთეკის ცოდნა. 
  • SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება. 
  • სასურველია MongoDB-სთან მუშაობის გამოცდილება. 
  • ძლიერი სტატისტიკური მოდელირების უნარები, მათ შორის გამოცდილება რეგრესიული ანალიზის, დროის სერიების ანალიზისა და ჰიპოთეზის ტესტირების შესახებ. 
  • დიდ მონაცემთა ნაკრებებთან და მონაცემთა კომპლექსურ სტრუქტურებთან მუშაობის უნარი. 
 
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge  
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 
 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 13 სექტემბერი, 2024 წელი 
 
ორი ნაბიჯი  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! 
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში. 
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.  
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@orinabiji.ge 
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.