Marketing Team Leader

თბილისი სრული განაკვეთი L’Occitane Group
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
„ლოქსიტან ჯგუფი“-ს წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას “Marketing Team Leader”-ის პოზიციაზე, ქ. თბილისში,

“ლოქსიტან ჯგუფი” არის პასუხისმგებლიანი წამყვანი საერთაშორისო მწარმოებელი და რითეილერი სილამაზის ინდუსტრიაში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 𝟗𝟑 ქვეყანაში 𝟑 𝟎𝟎𝟎-ზე მეტ ბუტიკს აერთიანებს. „ლოქსიტანის“ პირველი მაღაზიის კარი 𝟏𝟗𝟖𝟏 წელს პროვანსში გაიღო და დღესდღეობით მდებარეობს ისეთ პრესტიჟულ ქალაქებში, როგორებიცაა: პარიზი, ნიუ-იორკი, ჰონგ-კონგი და ტოკიო.  საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 2012 წლიდან და დღეს „ლოქსიტანის“ ყვითელი, კაშკაშა ბუტიკები მდებარეობს  ქ.თბილისში: ი.ჭავჭავაძის გამზ.#𝟒𝟎-ში, საბურთალოს სითი მოლსა და გალერეა თბილისში. სულ მალე კი „ლოქსიტანის“ ბუტიკი წარმოდგენილი იქნება ქ.ბათუმში.
მისი პორტფოლიო აერთიანებს ორგანულ და ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებულ სილამაზის ისეთ პრემიუმ ბრენდებს, როგორებიცაა:  L’Occitane en Provence, Melvita, Erborian, L’Occitane au Brésil, Sol de Janeiro და Dr. Vranjes Firenze
„ლოქსიტანი“-ს მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურეობის მიწოდება,ხოლო თანამშრომლებისთვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა. კომპანია  გამუდმებით ზრუნავს თანამშრომლების პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე, რადგან ჩვენი სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის მიერ დასახული გაყიდვების გეგმიდან გამომდინარე გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის შედგენა;
  • ბაზრის კვლევა-არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების შესწავლა და შესაბამისი მარკეტინგული აქციების ორგანიზება;
  • გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა, მარკეტინგისა და გაყიდვების სტრატეგიის სწორი შემუშავების მიზნით;
  • მარკეტინგული ბიუჯეტის შემუშავება და მართვა;
  • მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით განვითარების პროექტების ინიცირება და მართვა;
  • ბრენდის თანმიმდევრული კომუნიკაციის უზრუნველყოფა ყველა არხზე;
  • მარკეტინგული აქტივობების ეფექტური დაგეგმვა და განხორციელება ბაზარზე პროდუქტის ცნობადობის ამაღლების უზრუნველსაყოფად.
  • რისკების იდენტიფიცირება და მართვა ბიზნეს ოპერაციებში და მარკეტინგულ კამპანიებში. 
  • მჭიდრო კომუნიკაცია სილამაზის სფეროს ყველა ცნობილ ადამიანთან და მათ წარმომადგენლებთან;
  • ციფრული მარკეტინგის შედეგების ანალიზი და მართვა;
  • გუნდის და ბრენდის მენეჯერების მართვა ეფექტური შედეგების მისაღებად.
  • ყოველთვიური რეპორტინგი და პრეზენტაცია უშუალო ხელმძღვანელთან ან/და უცხოელ პარტნიორებთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის/ ბიზნეს ადმინისტრირების მიმათულებით.
  • სამუშაო გამოცდილება სილამაზის სფეროს მარკეტინგის დეპარტამენტში მინიმუმ 3 წელი, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე სავალდებულოა.
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - სავალდებულია;
  • მონაცემთა ანალიტიკის, ფინანსური მოდელირებისა და რისკების მართვის გამოცდილება;
  • საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ბრენდის სტრატეგიისა და რეპუტაციის მენეჯმენტის კარგი ცოდნა;
  • სილამაზის ინდუსტრიაში ბაზრის ტენდეციებისა და განვითარების ტექნოლოგიების კარგი ცოდნა;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:
  • მაღალ და მზარდ ანაზღაურებას;
  • სოციალურ პაკეტს - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა, სატრანსპორტო  ხარჯები; საცურაო აუზის ულიმიტო აბონიმენტს (ფიტნესი და აუზი) და სხვა;
  • სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე,  2 დღე დასვენება; 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი ცვლებში

დაინტერესების შემთხვევაში  გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV  მისამართზე: vacancy@luxart.ge  ველში Subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “Marketing Team Leader „ ქ.თბილისში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. 
გისურვებთ წარმატებას !