პურ-ფუნთუშეულის მცხობელი

თბილისი სრული განაკვეთი აგროჰაბი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მცხობელი
კომპანია „აგროჰაბი“ აცხადებს ვაკანსიას პურ-ფუნთუშეულის მცხობელის პოზიციაზე.

„აგროჰაბი“ არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ადგილმდებარეობა:ქ. თბილისი დიღომი, მარშალ გელოვანის #22; ვაკე, ჭავჭავაძის #37მ; საბურთალო, უნივერსიტეტის ქ #39
სამუშაო გრაფიკი: სრული (08:00-20:00 ორი დღე მუშაობა - ორი დღე დასვენება)

ძირითადი მოვალეობები:
  • სხვადასხვა სახეობის პურ-ფუნთუშეულის გამოცხობა არსებული კალკულაციების და სტანდარტების მიხედვით;
  • ცხობის პროცესში ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვა;
  • სამუშაო სივრცეში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და კანტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
  • ტექნოლოგიური სტანდარტების ცოდნა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პრობლემების გადაჭრის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს
  • მეგობრულ გუნდს
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@agrohub.ge.
ელექტრონული წერილის სათაურში (Subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვიკავშირდეთ ტელ.: +995 591 03 26 26; +995 591 04 26 26, ან მოგვწერეთ ჩვენს Facebook- ის გვერდზე: - " აგროჰაბი jobs "
გისურვებთ წარმატებას!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „აგროჰაბი’’ საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07;
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „აგროჰაბის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
  • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
  • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
  • წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
  • მონაცემთა გადატანის უფლება;
  • ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
  • თანხმობის გამოხმობის უფლება;
  • გასაჩივრების უფლება’
9. შპს „აგროჰაბი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."