გრაფიკული დიზაინერი

საქართველოს მაშტაბით სრული განაკვეთი FutureFrank
მივლინება: არა ხელფასი: 1800
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური
ხელოვნება/მედია: გრაფიკული დიზაინი

FutureFrank®  აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გრაფიკული დიზაინერი


ვინ ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ FutureFrank® - კრეატიული სარეკლამო სააგენტო ამსტერდამიდან. ჩვენ ერთმანეთთან ვაკავშირებთ ხელოვნებასა და კომერციას და ვქმნით გამორჩეულ ვიზუალურ პროექტებს. ჩვენი გუნდი შედგება სხვადასხვა წარმომავლობისა და ეროვნების ადამიანებისგან და ვმუშაობთ ცნობილ რეჟისორებთან, ფოტოგრაფებთან და ციფრულ არტისტებთან მთელი მსოფლიიოს მასშტაბით.


ვის ვეძებთ:

ჩვენ ვეძებთ ნიჭიერ გრაფიკულ დიზაინერს დიზაინის/რეკლამის/კრეატიულ ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ჩვენი ციფრული ვიზუალების უმაღლესი დონე, იმუშაოს ე.წ. Pitch-ებზე და Treatment-ებზე და ითანამშრომლოს ჩვენს რეჟისორებთან, ფოტოგრაფებთან და ციფრულ მხატვრებთან მსოფლიოს მასშტაბით.


მოვალეობები:

  • ტალანტების მართვა: არტისტების მოძიება და კურირება.
  • ფროდაქშენის დეპარტამენტთან თანამშრომლობა: პროექტის ბრიფზე დაყრდნობით შესაბამისი არტისტისა (რეჟისორი/ფოტოგრაფი/ციფრული არტისტი) და მისი ნამუშევრების შერჩევა და კლიენტისთვის პრეზენტაციის მომზადება.
  • ბრენდინგის დეპარტამენტთან თანამშრომლობა: ჩვენი ვიზუალური კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად, სოციალური მედიისა და ბრენდის კამპანიებისთვის ვიზუალების შექმნა.


მოთხოვნები:

  • 2-3 წლიანი გამოცდილება სარეკლამო ან კრეატიულ ინდუსტრიაში
  • ინგლისური ენის ცოდნა პროფესიონალურ დონეზე (წერილობითი და ვერბალური)
  • კამპანიაზე მუშაობის გამოცდილება (იდეის გენერირებიდან, პოსტ-წარმოების ჩათვლით)
  • შესანიშნავი ვიზუალური და კრეატიული უნარები. დიზაინერული ხედვა
  • ახალგაზრდულ კულტურასთან სიახლოვე (მუსიკა, ხელოვნება, ფილმები, სოციალური მედია და თამაშები)
  • Adobe Suite-ის, განსაკუთრებით კი, Photoshop-ის, Illustrator-ის, Premiere Pro-ს და After Effects-ის ფლობა
  • ცენტრალური ევროპის დროით (ამსტერდამი) მუშაობისთვის მზაობა


რა ჩაითვლება უპირატესობად?

  • AI ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება
  • ვიზუალური თხრობის ახალი მეთოდების (3D, AR, VR) მიმართ ინტერესი
  • 3D პროგრამენბთან მუშაობის გამოცდილება (სავალდებულო არ არის)


რას გთავაზობთ?

  • პრაქტიკული გამოცდილება სწრაფად მზარდ, შემოქმედებით ინდუსტრიაში
  • ვიზუალური თხრობის თანამედროვე და ინოვაციური პროექტების შექმნის შესაძლებლობა


პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • სამუშაოს ტიპი: სრულად დისტანციური
  • კონტრაქტის ვადა: მინიმუმ 12 თვე
  • ინტერვიუები: ჩატარდება ონლაინ ინტერვიუები აგვისტოს ბოლოს/სექტემბრის დასაწყისში
  • ანაზღაურება: უმცროსი სპეციალისტის ანაზღაურება - 600 ევრო/თვეში
  • სამუშაოს დაწყების თარიღი: რაც შეიძლება მალე


განაცხადის შესატანად:

გამოგვიგზავნეთ ელფოსტა jobs@futurefrank.xyz სათაურით „ციფრული დიზაინერი“. აუცილებლად დაურთეთ CV, პორტფოლიო და სამოტივაციო წერილი (ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი ხედვა, ინტერესები და სამომავლო გეგმები). გარდა ამისა, გთხოვთ, შეავსოთ შემდეგი [ონლაინ ფორმა].