სასტუმრო ა5 აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საუზმის მიმტანი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 07:00-დან 14:00-მდე: 6 სამუშაო დღე 1 დასვენება
ანაზღაურება: 1100 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- კვების ობიექტის დარბაზის მომზადება სტუმრების მისაღებად;
- საუზმის გაწყობა და დასრულებისას ალაგება;
- სტუმრების მიღება და გამასპინძლება მომსახურების სტანდარტების სრული დაცვით;
- სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება;
- სტუმართათვის თავაზიანი და სწრაფი მომსახურების გაწევა;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის სასუბრო დონეზე ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისია, და ფიქრობთ მუდმივ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Hotela5hotel@gmail.com და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება; გისურვებთ წარმატებებს!