შემდუღებელი

თბილისი სრული განაკვეთი ნოვა
წარმოება/ოპერაციები: მეტალი/შედუღება

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექპორტიორი კომპანია „ნოვა“ (www.NOVA.ge ) აცხადებს ვაკანსიას „შემდუღებლის“ პოზიციაზე თბილისში.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ. 

 
ძირითადი მოვალეობები: 

  • დაიცვას უსაფრთხოების ნორმები იარაღებისა და მოწყობილობის გამოყენებისას, ხარაჩოსა და კიბეზე მუშაობისას, ბეტონსა და ქიმიურ ნივთიერებებთან და ალმატურის გამოშვერილ ღეროებთან მუშაობისას; 
  • უზრუნვეყოს ელექტრული დენით, გამდნარი ლითონისა და წიდის წვეთებისგან როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ჯანრთელობის უსაფრთხოება; 
  • უზრუნველყოს სათანადო ჩაცმულობა; 
  • უზრუნველყოს ავარიული სიტუაციების პრევენცია (შესაძლებლობების ფარგლებში); 
  • უზრუნველყოს შედუღების სათანადო წარმოება შპს ნოვას კუთვნილ ობიექტებზე (საჭიროების მიხედვით); 
  • მუშაობის პროცესში უზრუნველყოს ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში), საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია ხელმძღვანელობას; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება შემდუღებლის პოზიციაზე. 
 
პიროვნული თვისებები:  
  • კომუნუკაბელურობა; 
  • თავაზიანობა; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • დისციპლინირებულობა; 
  • პედანტურობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 
 
დამატებითი ინფორმაცია: 
  • სამუშაო გრაფიკი - სრული. 
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 30 სექტემბერი
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „შემდუღებელი“ 
 
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლების აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.  
 
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს,  ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.