თბილისის თავისუფალი აკადემია აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირებისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად.
სამუშაო განაკვეთი: სრული
საშტატო რაოდენობა: 1.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი, დოქტორი.
- გამოცდილება: საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება
ცოდნა:
- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
- შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
- უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი;
- ავტორიზიციისა და აკრედიტაციის სტანდარტები.
სკოლის დეკანის ფუნქციები:
- უზრუნველყოფს სკოლის სასწავლო საქმიანობის ეფექტურად მიმდინარეობას;
- შეიმუშავებს სკოლის დებულებას;
- თავმჯდომარეობს სკოლის საბჭოს სხდომებს;
- აკადემიის მისიისა და სტრატეგიის შესაბამისად, სკოლის სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების ანგარიშების რექტორისთვის წარდგენა;
- ახორციელებს კონკრეტულ ღონისძიებებს სასწავლო წლის/სემესტრის დასაგეგმად: განსაზღვრავს აკადემიური პერსონალის სასწავლო დატვირთვებს, საშტატო ერთეულების შესაბამისად, მოსაწვევ პერსონალს;
- შეიმუშავებს წინადადებებს საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამების განახლების, მოდიფიცირების და განხორციელების თაობაზე;
- ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახურს აწვდის ინფორმაციას მოწვეული პერსონალის მიერ სემესტრის განმავლობაში ჩატარებული საათების რაოდენობის შესახებ;
- მონაწილეობს სკოლის ბიუჯეტის შედგენაში;
- უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად საკონსულტაციო მომსახურების გაწევას;
- მონაწილეობას იღებს აკადემიაში მობილობის პროცესში (ამზადებს მობილობის დასკვნებს - შიდა/გარე და ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პრგრამებს) და სტუდენტის სტატუსის აღდგენის პროცესში;
- წარმართავს და ახორციელებს ურთიერთობებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, პასუხისმგებელია სკოლის იმიჯზე, შიდა და გარე კომუნიკაციებზე;
- ახორციელებს ამ დებულებითა და სკოლის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.სკოლის საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება სკოლის დებულებით.
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ფოტოსურათი.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; მეორე ეტაპი - გასაუბრება.
დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 2024 წლის 30 აგვისტოდან 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ აკადემიაში ან გადმოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@freeacademy.edu.ge
საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: +995 2 36 91 60