მთავარი იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი ჯეოინვესტი
მივლინება: არა ხელფასი: 2000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
იურიდიული: იურისტი
სამშენებლო კომპანია „ჯეოინვესტი“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი იურისტის პოზიციაზე.

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
  • კომპანიის იურიდიული დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ბრძანებები, განცხადებები, წერილები და სხვა) წარმოება.
  • კომპანიის თანამშრომლებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა; 
  • მესამე პირებთან კომპანიის წარმომადგენლობა, ინტერესების დაცვა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა.
  • სამართლებრივი დოკუმენტების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და შენახვა;
  • საკანონმდებლო ცვლილებების კონტროლი;
  • ერთიან ელექტრონულ სისტემაში https://spa.ge მუშაობის გამოცდილება;
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
  • მიმდინარე ტენდერების კონტროლი;
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
  • სამუშაო გამოცდილება:იურიდიულ სფეროში მუშობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესად ჩაითვლება სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება);
  • სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე-კომპიუტერული პროგრამები (Word, Excel)

პიროვნული მახასიათებლები:
  • მოქნილობა ცვალებად სამუშაო გარემოში და ამავდროულად, ეფექტურობისა და პროდუქტულობის შენარჩუნება;
  • სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების სრულყოფილი და ეფექტური გამოყენების უნარი;
  • მიზანდასახული, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული.
  • გუნდთან ერთად ეფექტურად მუშაობის - მიზნების დასახვის, პრობლემების გადაჭრის, და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრა, სამუშაო დროის მენეჯმენტი პროგრესის შეფასება.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00, ერთ საათიანი შესვენება;
  • ოფისი მდებარეობს: თბილისი, ვეფხისტყაოსნის 6ა, დიდი დიღომი (გუდვილთან);
  • ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი.
  • ანაზღაურება 2000-დან ზემოთ,  ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ ფოსტაზე: geoinvesti@yahoo.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 598282677