საწყობის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ელვარე
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 2500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
შპს ელვარე (www.elvare.ge) აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე
ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე" დაფუძნდა 2015 წელს. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31,500 კვ.მ ფართზე.
კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.

ვეძებთ შრომისმოყვარე, მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და აქვს როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

რას გააკეთებ?
  • საწყობის მართვა, უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა;
  • წარმოებული პროდუქციის საწყობში/მაღაზიაში მიღება/მითვლა და დადგენილი სტანდარტის შესაბამისად ფიზიკურად განთავსების უზრუნველყოფა;
  • იმპორტირებული პროდუქციის (ელექტრო საქონელი/სხვა დამატებითი წვრილმანი პროდუქტი) საწყობში მიღება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, განთავსება/დასაწყობება, მარაგების პროგრამული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
  • მზა პროდუქციის საწყობში თუ გაყიდვების ობიექტებში შემოსული შეკვეთების მიხედვით, პროდუქციის აგროვება/გადამოწმება/გაცემის უზრუნველყოფა;
  • საწყობში პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა (პალეტზე განთავსება, შეფუთვა, თაროზე განთავსება);
  • კომპანიაში არსებული ჰიგიენის, ხარისხის, შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების დაცვა;
  • სასაწყობე პროგრამაში მუშაობა, გაწერილი პროცესების მონიტორინგი და წესების ზედმიწევნით დაცვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საწყობში არსებული მარაგების და ნაშთების კონტროლი;
  • სადისტრიბუციო მანქანების დატვირთვა ზედნადებების მიხედვით;
  • საწყობის ინვენტარიზაციისა და აღწერის პროცესში ჩართულობა;
  • საწყობის განვითარების სტრატეგიაზე მუდმივი მუშაობა გუნდთან ერთად;
  • საწყობში გუნდური მუშაობის შენარჩუნება და თანამშრომლების მოტივაციის გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების დროული შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • სავალდებულოა უმაღლესი განათლება;
  • MS Office-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • ავტოდამტვირთველის მართვის მოწმობის ქონა ან/და მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
  • მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;  

გეძებთ შენ, თუ გაქვს:
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი;
  • პრობლემის აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი;
  • ორგანიზებულად და ზედმიწევნით ყურადღებით მუშაობის უნარი;
  • ხართ პუნქტუალური, კომუნიკაბელური და ყურადღებიანი.

რას გთავაზობთ?
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • კორპორატიულ დაზღვევას (3 თვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ);
  • კვებას და ტრანსპორტირებას (ზედა სამგორის მეტროდან სამუშაო ადგილამდე და სამუშაო ადგილიდან მეტრომდე)
  • ანაზღაურება: 2000 - 2500 ლარი (გამოცდილების მიხედვით);
  • სამუშაო ადგილი: ქვემო ალექსეევკის დასახლება.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: a.maisuradze@nrg.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.