ელექტრო-მექანიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ელვარე
მივლინება: არა ხელფასი: 1500 - 1700
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ელექტრიკოსი
შპს ელვარე (www.elvare.ge) აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-მექანიკოსის პოზიციაზე.

ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე" დაფუძნდა 2015 წელს. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31,500 კვ.მ ფართზე.
კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.

ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელსაც აქვს როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
 
რას გააკეთებ?
  • საწარმოში არსებული მანქანა-დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს შიდა ელექტრო გაყვანილობების შემოწმებას, მუდმივ მონიტორინგს და დიაგნოსტიკის მიხედვით, პრევენციული ღონისძიებების გატარებას; 
  • მანქანა-დანადგარების არაგეგმიური მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, პრობლემის აღმოფხვრა;
  • მანქანა-დანადგარების სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
  • ყველა, ზემოთ აღნიშნული პროცესის წარმართვა დანადგარებისა და ელექტრო მოწყობილობების საექსპულატაციო წესებისა და პირობების დაცვით;
  • შრომის უსაფრთხოების შიდა ინსტრუქციების დაცვა.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით (ელექტრო-მექანიკოსის კვალიფიკაციით);

სასურველია:
  • ელექტრო-მექანიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ტექნიკური სქემების წაკითხვისა და გააზრების უნარი;
  • ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა.

გეძებთ შენ, თუ გაქვს:
  • ლოგიკური და სისტემური მუშაობის უნარი;
  • სხარტი და მოქნილი აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი.

რას გთავაზობთ?
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • კვებას და ტრანსპორტირებას (ზედა სამგორის მეტროდან სამუშაო ადგილამდე და სამუშაო ადგილიდან მეტრომდე);
  • კორპორატიულ დაზღვევას (3 თვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ);
  • ანაზღაურება: 1500 ლარი, 3 თვის შემდეგ - 1700 ლარი;
  • სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი;
  • სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ქვემო ალექსეევკის დასახლება.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: info@nrg.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.