HR ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი ელვარე
მივლინება: არა ხელფასი: 2500
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
ადამიანური რესურსები: HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
შპს ელვარე (www.elvare.ge) აცხადებს ვაკანსიას HR ხელმძღვანელის პოზიციაზე
ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე" დაფუძნდა 2015 წელს. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31,500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.
ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ და ზედმიწევნით ყურადღებიან ადამიანს, რომელიც  უზრუნველყოფს კადრების მართვის დეპარტამენტის წარმატებულ ფუნქციონირებას.

რას გააკეთებ?
  • კადრების მოძიებისა და შერჩევის პროცესის მართვა (რეკრუიტმენტი);
  • თანამშრომელთა აყავანა/გათავისუფლების პროცესის უზრუნველყოფა (შრომითი ხელშეკრულების გაფორმება/სამუშაო აღწერილობის გაცნობა/კომპანიის შინაგანაწესის გაცნობა და ა.შ.);
  • ოფიციალური ბრძანებების (თანამშრომელთა აყვანა/გათავისუფლება/სამივლინებო/დისციპლინარული პასუხისმგებლობების და ა.შ.) წარმოება და სამომავლოდ, კონტროლი;
  • თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის კონტროლი;
  • თანამშრომელთა შვებულებების/ბიულეტენის/დოკუმენტაციის ორგანიზების კონტროლი;
  • თანამშრომელთა სახელფასო დარიცხვების ფაილების მომზადება;
  • თანამშრომელთა ტრენინგებისა და სწავლების პრროცესის ორგანიზება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების დროული შესრულება.

დაქვემდებარებული პირი: 
  • HR თანაშემწე/ოფის მენეჯერი.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • MS Office-ის სრულყოფილ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • სასურველია რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა. 

გეძებთ შენ, თუ გაქვს:
  • ლოგიკური და სისტემური მუშაობის უნარი; 
  • სხარტი და მოქნილი აზროვნების უნარი;
  • პრობლემის აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი;
  • დროის სწორად მართვის უნარი;
  • როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ხართ კომუნიკაბელური, ორგანიზებული და ინიციატივიანი.

რას გთავაზობთ?
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • კორპორატიულ დაზღვევას (3 თვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ);
  • კვებას და ტრანსპორტირებას (ზედა სამგორის მეტროდან სამუშაო ადგილამდე და სამუშაო ადგილიდან მეტრომდე)
  • სამუშაო საათები:  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 09:00 სთ.-დან – 18:00 სთ.-მდე;
  • ანაზღაურება: 2500 ლარი;
  • სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი; ქვემო ალექსეევკის დასახლება.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: info@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.