გაყიდვების მენეჯერი
1xP PRIORITY Ibis Tbilisi Ortachala
თარიღები: 30 აგვ - 28 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr.ibis@hpm.ge
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 

ჩვენი მიზანია:
  • შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
  • განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს. 

ამჟამად, საერთაშორისო ფრანგული ბრენდის Accor-ის ჯგუფის სასტუმრო ibis Tbilisi Ortachala აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სასტუმროს გახსნის თარიღი - 2024 წლის სექტემბერი
სასტუმროს ადგილმდებარეობა - თბილისი, გულუას 22

ძირითადი მოვალეობები:
  • დაამყაროს პროფესიული ურთიერთობა პოტენციურ კლიენტებთან/კომპანიებთან;
  • იმუშაოს კლიენტებთან/კომპანიებთან შექმნილი ურთიერთობის შენარჩუნებასა და თანამშრომლობის გაგრძელებაზე;
  • რეგულარულად განახორციელოს ისეთი ადმინისტრაციული მოვალეობები, როგორიცაა გაყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების, ღონისძიებების გამართვის მოთხოვნის ფორმების მომზადება და დისტრიბუცია, ინვოისების გაგზავნა, კვარტალური და ყოველთვიური გაყიდვების რეპორტების მომზადება და სხვა ზოგადი მოვალეობები;
  • ეფექტურად დაგეგმოს პირადი სამუშაო განრიგი, მოახდინოს ამოცანების და მოვალეობების პრიორიტეტულობის განსაზღვრა;
  • საკონტაქტო პირებს დროულად და პროფესიონალურად მიაწოდოს ინფორმაცია სასტუმროსთან დაკავშირებით;
  • აწარმოოს Sales-Call-ები;
  • მონაწილეობა მიიღოს გაყიდვებთან დაკავშირებულ შეხვედრებსა და ტრეინინგებში, რათა მაქსიმალურად გაზარდოს სასტუმროს გაყიდვების შესაძლებლობები;
  • მუდმივად განაახლოს და მოაწესრიგოს სასტუმროსთან დაკავშირებული საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია;
  • სხვადასხვა განყოფილებას მიაწოდოს ინფორმაცია სტუმართა ჯგუფების, შეხვედრების და სასტუმროში დაგეგმილი ღონისძიებების საჭიროებებისა და მოთხოვნების შესახებ;
  • დაამყაროს და შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ტურისტულ სააგენტოებთან და პარტნიორებთან;
  • პერიოდულად ესტუმროს / დაპატიჟოს ტურისტული სააგენტოები;
  • თვალყური ადევნოს კონკურენტებს, საბაზრო ფასებს, მომსახურებებსა და ბაზრის ტენდენციებს;
  • დაგეგმოს, ორგანიზება გაუკეთოს და დანერგოს სხვადასხვა ღონისძიებები გაყიდვების გაზრდის მიზნით;
  • იმუშაოს ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
  • დაამყაროს კონტაქტი GDS (Global Distribution System) და დაჯავშნის კომპანიებთან და კომპანიის სახელით მონაწილეობა მიიღოს ტურისტულ გამოფენებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასტუმროს ან დაახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა;
  • MS Office-ის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - „გაყიდვების მენეჯერი.“

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ „ibis Tbilisi Ortachala“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთხსენებულ ელფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებებს!