ხარჯების კონტროლიორი

თბილისი სრული განაკვეთი Ibis Tbilisi Ortachala
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური კონტროლერი
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.  
 
ჩვენი მიზანია: 
  • შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს; 
  • განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; 
 
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.  
ამჟამად, საერთაშორისო ფრანგული ბრენდის Accor-ის ჯგუფის სასტუმრო ibis Tbilisi Ortachala აცხადებს ვაკანსიას ხარჯების კონტროლიორის პოზიციაზე. 
სასტუმროს გახსნის თარიღი - 2024 წლის სექტემბერი 
სასტუმროს ადგილმდებარეობა - თბილისი, გულუას 22 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • პროგრამის სტუქტურის გაწყობა, რეცეპტების პროგრამული დამატება, სიმფონის გაყიდვის ღილაკების დაკავშირება მატერიალში შესაბამს რეცეპტთან და პროდუქტთან და საწყობთან დაკავშირება საიდანაც უნდა მოხდეს ჩამოწერა; 
  • შესყიდვების გატარება მატერიალ კონტროლში; 
  • შიდა ტრანსფერების გაკეთება; 
  • ყოველდღიური გაყიდვების კონტროლი (გაყიდვების დაბუქვა-ჩამოწერების გაკეთება, სიმფონიდან მატერიალში ინფორმაციის გადასვლის სისწორის შემოწმება); 
  • კვებისა და სასმელების დეპარტამენტის ხარჯებისა და ინვოისების მონიტორინგი, რეპორტინგის მომზადება; 
  • თვის ბოლოს ინვენტარიზაციის ჩატარება, ნაშთების პროგრამული დასმა, საინვენტარიზაციო სხვაობების გამოყვანა და ჩამოწერა; 
  • თვის დახურვის პროცესში მონაწილეობის მიღება; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;  
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;  
  • სასტუმროს ან დაახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • Ms Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;  
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა.  
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება:  
„ხარჯების კონტროლიორი.“ 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
გაცნობებთ, რომ „ibis Tbilisi Ortachala“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთხსენებულ ელფოსტაზე. 
 
წარმატებებს გისურვებთ!